"კიდევ კარგი 12 მოციქულიც არ აღნიშნა"

ექსპერტმა გია აბაშიძემ მამუკა ხაზარაძის ახალი პარტიის პრეზენტაცია შეაფასა :

"მეგალომანია კვლავაც აქტუალურია. უნიჭო პიარშიკი და მესიჯ ბოქსის დამწერი ერთია და თუ ამას იზიარებ, გასაგებია...

დასაწყისს, პროლოგს, სურათს, გზავნილს გადამწყვეტი თუ არა, დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკაში.

ოდნავ ტალღოვანი ზღვა, ქვიშა და ა.შ. ბევრს ეს კიჩი მოეწონებოდა, ბევრს - არა. გემოვნებისა და პოლიტიკური აფილიაციის ამბავია. აი, ის რაც თქვა, არის მეგალომანიის ჟანრის კლასიკა. კიდევ კარგი 12 მოციქულიც არ აღნიშნა:

"მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია, 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს.

112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ" – განაცხადა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ...

P.S. სოცქსელში ვირუსულად გავრცელებული ამ ფოტოშოპის ავტორის ვინაობა უცნობია. ბევრი იქნება კიდევ " - წერს აბაშიძე