შენ, მე რომ მევახშეს მეძახი, რა გაგიკეთებია, ყველამ საკუთარ ბიოგრაფიას გადახედოს

შენ, მე რომ მევახშეს მეძახი, რა გაგიკეთებია, ყველამ საკუთარ ბიოგრაფიას გადახედოს

ახალი პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მათ საქმიანობას აკრიტიკებს.

"კითხვა მინდა დავუსვა მათ, ვინც ჩვენს საქმიანობას აფასებს და მე მევახშეს მეძახის - თქვენ რა გაგიკეთებიათ?! - ყველამ თავის ბიოგრაფიას გადახედოს. მე რომ მევახშეს მეძახიან, ვერ ხვდებიან, რომ საბანკო სფეროში დასაქმებულ ათასობით ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ? ხელისუფლება რომ ისეთ საბანკი ინსტიტუტს უპირისპირდება, როგორიც "თიბისი ბანკია", სად არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სისტემის დასაცავად რატომ არაფერს ამბობს?! ეროვნული ბანკის სამარცხვინო პრეზიდენტი, ჩვენ ასეთი სამარცხვინო ბანკის პრეზიდენტი არ გვყოლია, ერთ სიტყვასაც არ ამბობს. და აქვე გეტყვით იმასაც და ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით - არც ერთი ოჯახი არ ჰყავს გამოსახლებული "თიბისი ბანკს". რაც ახლა ჩვენს წინააღმდეგ ხდება, ადვილი გასაშიფრია - ხელისუფლებას სჭირდება მტრის ხატი. საკუთარი უუნარობა ვინმეს ხომ უნდა დააბრალონ და ამიტომაც მტრის ხატი შექმნეს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში".