რატი იონათამიშვილი:  დღეს,  განათლების მინისტრთან დაკავშირებით სიცრუის ტირაჟირება მოხდა

რატი იონათამიშვილი: დღეს, განათლების მინისტრთან დაკავშირებით სიცრუის ტირაჟირება მოხდა

პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი განათლების მინიტრთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი განცხადებით: დღეს მოხდა სიცრუის ტირაჟირების კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა და რადგან ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ცრუ ბრალდებებს არ გაუჩუმდება და ტყუილს ყველგან ამხელს, გადავწყვიტე გამოვეხმაურო განათლების მინისტრის დისკრედიტაციის მცდელობას.

დეტალებში აღარ შევალ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ვრცელი განმარტება გაავრცელა და მყარი არგუმენტებით დაასაბუთა, რომ უწყების ხელმძღვანელის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება უსაფუძვლოა. აქ მთავარია, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ფეიკნიუსებით ოპონირება და ტალახის სროლით ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობა.

ცალკე თემაა მედიის პასუხისმგებლობა და პროფესიული სტანდარტის დაცვის ვალდებულება. სრულიად მიუღებელია გადამოწმების და არგუმენტაციის გარეშე მინისტრისა თუ სხვა საჯარო მოხელისთვის მსგავსი ბრალდების წამოყენება. ამით ხდება არა თანამდებობის პირის, არამედ თავად მედიის დისკრედიტაცია, რაც ნამდვილად არ წაადგება ქვეყნის განვითარებას, რადგან თავისუფალ, ობიექტურ და კვალიფიციურ ჟურნალისტიკას თავისი წვლილი შეაქვს დემოკრატიის გაძლიერებაში.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ აღარ გავუჩუმდებით ცრუ ბრალდებებს და ყველგან ხმამაღლა ვიტყვით, რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ჩვენ სიმართლეს ყველგან დავიცავთ და მივიტანთ ადამიანებამდე, ისე როგორც დღეს გავაკეთეთ.

amo ბ-ნო რატი! რადგან " მკაფიოდ აცხადებთ, რომ აღარ გავუჩუმდებით ცრუ ბრალდებებს და ყველგან ხმამაღლა ვიტყვით, რა არის სიმართლე" ვსარგებლობ ამ შემთხვევით და მოგმართავთ ერთადერთი შეკითხვით. იმედია, ამ შეკითხვის პასუხს მოგვახსენებთ დაინტერესებულ საზოგადოებას (ასეთი კი მთელი ქვეყანაა). შეკითხვა გეხებათ არა თქვენ, არამედ განათლების მინისტრს: დაასახელოს დასავლეთის ერთი ქვეყანა მაინც, სადაც ეკონომიური პროფილის სპეციალობებზე (სტატისტიკა, საიჟინროეკონომიური, ბიზნესი და . . . ) მისაღები გამოცდების სიაში საგნებში მათემატიკა არ იყოს (?!). როგორ შეიძლება აქ მათემატიკა გეოგრაფიამ ან ისტორიამ ჩაანაცვლოს! ესეც პუტინისა და ტრამპის დავალებით ხდება? ამას რომ განათლების მინისტრი წაუყრუებს, ეს არაა კორუფცია? ვ ე ლ ი თ პ ა ს უ ხ ს!
4 წლის უკან