გურამ სანადირაძე:  რატომ დაკარგეთ ძვირფასი დრო?

გურამ სანადირაძე:  რატომ დაკარგეთ ძვირფასი დრო?

რუსეთის მიერ ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიის აღიარების შემდეგ, აღნიშნული მექანიზმი ერთადერთ ქმედით ბერკეტად იქცევა საქართველოს უსაფრთხოების გარანტირებისათვის - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გურამ სანადირაძე.

ნატოს ყოფილმა გენმდივანმა რასმუსენმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა: „ვფიქრობ, უნდა განიხილებოდეს, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმით ნატო-ში მიღებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიას“.

ექსპერტ ლაშა ძებისაშვილის თქმით, „აღნიშნული ფორმულა არის სრულიად მისაღები როგორც უსაფრთხოების გარანტიების მიღების, ასევე ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით. აღნიშნული ფორმულით ჩქარდება ჩვენი მიღება ალიანსში, საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილზე უსაფრთხოების და სამხედრო დაცვის გარანტიების მიღება (რაც დღეს არ გვაქვს), რუსეთის მოსალოდელი სამხედრო აგრესიის გაქრობა (დღეს ეს საფრთხე გაზრდილია), და ამავე დროს აღნიშნული ფორმულა არ ამობს უარს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე. პრირიქით, ამ ფორმულით გაწევრიანების პოლიტიკური ნაწილში აუცილებლად იქნება აღნიშნული, რომ ალიანსი ცნობს საქართველოს მხოლოდ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხოლოდ დაცვის გარანტიები გავრცელდება არაოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ მშვიდობიანი გზით დაბრუნებამდე, რა დროსაც გარანტიები მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება...

რუსეთის მიერ ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიის აღიარების შემდეგ, აღნიშნული მექანიზმი ერთადერთ ქმედით ბერკეტად იქცევა საქართველოს უსაფრთხოების გარანტირებისათვის. შესაბამისად, მისი სტაბილური ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის, რაც აუცილებლად დასრულდება ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებით... ეს მექანიზმი არსებული სახელმწიფოებრიობის და არაოკუპირებული ნაწილის გადარჩენის ერთადერთი რეალური შანსია, რაც მომავალში სწორედაც რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შანსს ერთიორად ზრდის. ამ მექანიზმის არმიღების შემთხვევაში ჩვენ უარს ვამბობთ როგორც უსაფრთხოების მყარ გარანტიებზე, ასევე დამატებით საფრთხეში ვიგდებთ თავს და რეალურად რუსულ სცენარს გავათამაშებთ იმით, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიანად ნატოში გაწევრიანების მოთხოვნით პრაქტიკულად მოვსპობთ რაიმე შანსს ალიანსში გაწევრიანების, და ამავე დროს ხელს შევუწყობთ რუსულ სტრატეგიულ მიზანს, რომელიც ნატოში ჩვენი გაწევრიანების შეფერხების მაქსიმალურ გაწელვას და საბოლოო არგაწევრინებას გულისხმობს“.

კეთილი და პატიოსანი.

მე მახსენდება 2006 წელი, მაშინ თბილისში ჩამოსულმა ნატოს იმდროინდელმა მოქმედმა (და არა გადამდგარმა) გენერალურმა მდივანმა სხეფერმა საჯაროდ გაგვიცხადა, რომ უარი თქვით განდგომილ ტერიტორიებზეო (მაშინ რუსეთს ჯერ არ ჰყავდა აღიარებულნი) და იმწამსვე მიგიღებთ ნატოშიო.

იმავე დროს, სერგეი ბაღაფშმა წამოაყენა წინადადება დამყარებულიყო აფხაზეთ-საქართველოს ურთიერთობა უნიის საფუძველზე (შამბა თბილისშიც იყო ჩამოსული და წინადადება გააცნო ჩვენს იმდროინდელ პოლიტელიტამ). პასუხი ის იყო, რომ სწორედ მაშინ დავუწყეთ დევნა კოდორში ემზარ კვიციანს და აფხაზებთან მოლაპარაკების ეს შანსი (როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელი), ხელიდან გავუშვით. სამაგიეროდ შემოვიერთეთ კოდორის ხეობა (ე.წ. ზემო აფხაზეთი) და გავუსწორეთ ხასიათი მოსკოვს (ჯერ ერთი, ჩაიშალა ქართულ-აფხაზური შეთანხმების შესაძლებლობა და, მეორეც, ჩვენს იმდროინდელ ხელისუფლებას შეექმნა შთაბეჭდილება (როგორც მოგვიანებით გაირკვა, უაღრესად მცდარი), რომ შეიძლება სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა (მოსკოვის 1994 წლის შეთანხმებით ქართულ-აფხაზური საზღვრის ორივე მხარის 15 კმ-იანი ზონა დემილიტარიზებული იყო), და მოსკოვი ამაზე თვალებს დახუჭავს.

სადღაც 2010 წელს (თარიღი თუ არ მეშლება) მამუკა არეშიძემ წამოაყენა სხეფერისა და რასმუსენის მსგავსი წინადადება ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად. იმდროინდელი ხელისუფლებისა და მათთან დაახლოებული წრეების მხრიდან სასტიკად იქნა დაგმობილი მამუკა არეშიძის კაპიტულანტური პოლიტიკა (ძალიან აქტიურიბდა ქ-ნი თამარ ჩხეიძე, გაურკვეველია დღს რატომ არის ჩუმად), რომელიც შეფასდა როგორც მოსკოვის ნარატივი.

ეხლა მაქვს შეკითხვა მათ მიმართ, ვინც მაშინ ხელიდან გაუშვა მოგვარების რეალური შანსი.

კიდევ თქვენ ხმაურობთ?

ეხლა მოსკოვის ხელს ვერ ხედავთ?

რატომ დაკარგეთ ძვირფასი დრო?

აფხაზეთში შეიცვალა ვითარება. ბაღაფშის დროს მოგვარების შანსი იყო. ეხლა შეიცვალა იქ დემოგრაფიული და პოლიტიკური ვითარება. აფხაზებს აღარავინ არაფერს ეკითხება.

რატომ გაუშვით ხელიდან მომენტი?

amo ღმერთო, როგორ უდგას სული კიდევ ჩვენ ქვეყანას. ჯერ არძინბა გვეხვეწებოდა კონფედერაციას, რომ დავთანხმებულიყავით ორი ქართული სახელმწიფო იარსებებდა (ამ აზრის მოწინააღმდეგებო, მ ო კ ე ტ ე თ!), შემდეგშიც იყო უკეთესი არჩევანის შესაძლებლობები - უარესს ვირჩევდით! ეხლაც ასეა! რატომ იცით? გადაწყვეტილების მიღების დროს ისე არჩევენ გარე ძალები, რომ ჩვენი ქვეყნის საჭესთან ყოველთვის აბიციური, რაღაც კუთხით გაუწონასწორებელი პიროვნება იყო! ახლა? ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო.
4 წლის უკან