თურმე ამ ხაზარაძემ და კრიალოსნიანმა ბიჭებმა უნდა გაარღვიონ წრე, ხომ არ ჰგონია რომ სკლეროზი გვაქვს?

თურმე ამ ხაზარაძემ და კრიალოსნიანმა ბიჭებმა უნდა გაარღვიონ წრე, ხომ არ ჰგონია რომ სკლეროზი გვაქვს?

ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, რომ ახლა წვრილი მევახშეები დაემატოს. მართლა სულელები ხომ არ გგონიათ თქვენ ქართველები, - ასე ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მოძრაობა „ლელოს" შექმნას.

მისი თქმით, სწორედ მამუკა ხაზარაძის დამსახურებაა, რომ დღემდე ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერდა.

„ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში და ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება. თურმე ამ ხაზარაძემ და კრიალოსნიანმა ბიჭებმა უნდა გაარღვიოს წრე. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ის წრე. ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის შანტრაბა, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ბიძინა ივანიშვილი, ზურაბიშვილი. მართლა ხომ არ ჰგონია რომ სკლეროზი გვაქვს? რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის პორტი ერთმანეთთან?

ლაზიკის პორტის ფული უკვე იდო ანგარიშზე და ის დამთავრებული იქნებოდა უკვე 2013 წელს და ეს იქნებოდა ქართველი ხალხის საკუთრება და არა ოლიგარქის საკუთრება. მერე ივანიშვილი მოელაპარაკა ხაზარაძეს, ერთად გააჩერეს და მიითვისეს პორტი და ახლა რომც აშენდეს, ხაზარაძის საკუთრება უნდა იყოს. ბოლოს მამუკა ხაზარაძემ ბევრი მოინდომა და ბიძინამაც მოადო თავში.

ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, რომ ახლა წვრილი მევახშეები დაემატოს ? მართლა სულელები ხომ არ გგონიათ თქვენ ქართველები? საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას კრიალოსნების გარეშე. საქართველოში აუცილებლად იქნება ლაზიკის პორტი. ამას გეუბნებით მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არც ერთ დაპირებაში არ მოუტყუებიხართ", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა. სახელად კი მის მოძრაობას „ლელო"დაარქვა.

მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლაში ილია ჭავჭავაძეც ახსენა და თქვა, რომ 112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძის მკვლელობა და დღეს, 12 სექტემბერს მისი მოძრაობის პრეზენტაცია დამთხვევაა.