ნათელაშვილმა მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას დასცინა:  ჰუმანიტარული დახმარების ბრიგადა აკლიათ

ნათელაშვილმა მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას დასცინა:  ჰუმანიტარული დახმარების ბრიგადა აკლიათ

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვუყურებ ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში და მაგონდება ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ ლამპიდუზაზე გემიდან ახლად ჩამოყვანილი დასველებულ-აბაბანებულ- მობუზული აფრიკელი ემიგრანტები. უბრალოდ ჰუმანიტარული დახმარების ბრიგადა აკლიათ“, - წერს ნათელაშვილი.

ცნობისთვის, ამ წუთებში ანაკლიაში მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია იმართება.

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებივ მოძრაობას ლელო ერქმევა.