ბატონ ხაზარაძეს ისღა დარჩენია,რომ შეძლებისდაგვარად მშრალად და უდანაკარგოდ გამოვიდეს ამ რეალური სიტუაციიდან

ბატონ ხაზარაძეს ისღა დარჩენია,რომ შეძლებისდაგვარად მშრალად და უდანაკარგოდ გამოვიდეს ამ რეალური სიტუაციიდან

სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით წერს:

“გახსოვთ ალბათ, როგორც კი ბატონმა ხაზარაძემ „მუქარის წერილის“ შესახებ გააჟღერა პარლამენტში, საკმაოდ უცნაური და გაურკეველი სურათი დაიხატა: მას გადასცეს წერილი, რომელშიც მისი თქმით გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდნენ.

კითხვაზე ვისგან იყო წერილი და ვინ გადასცა მას ცოცხალი თავით არ ამბობდა, არ ითანამშრომლა არც პროკურატურასთან, დაიზღვია რა თავი შესაძლო ცრუ ჩვენების მიცემის პასუხისმგებლობისაგან. თუმცა სხვადსხვა სატელევიზო ეთერებში უხვად აფრქვევდა დამაინტრიგებელ კომენტარებს, რომელსაც პოლიტიკური ბრალდებების ელფერი გადაკრავდა.

მიზანი თითქოსდა მარტივი ჩანდა, ნაციონალების გააქტიურების ფონზე ვისღა ემახსოვრებოდა ამ წერილის შესახებ, თუ გახარიას ჩამოიშორებდნენ პოლიტიკიდან ან თუ ხელისუფლება შეიცვლებოდა, ხომ საერთოდ ვის ემახსოვრებოდა წერილის შესახებ.

არა და სულ სხვა მოცემულობა მივიღეთ ქართულ პოლიტიკურ ველზე, გიორგი გახარია არათუ პოლიტიკას ჩამოშორდა, არამედ პრემიერი გახდა (სხვათაშორის სწორედ მისი პიროვნული და მენეჯერული თვისებები აღმოჩნდა გადამწყვეტი, რის გამოც მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა უჭერს მხარს), ნაცებმა მიუხედავად მრავალი მცდელობისა რევოლუციური სცენარი ვერ განავითარეს და მხოლოდ უნიჭო საცირკო პერფომანსებთ და არეულობის მცდელობებით არიან დაკავებული. ბატონ ხაზარაძეს კი ისღა დარჩენია,რომ შეძლებისდაგვარად მშრალად და უდანაკარგოდ გამოვიდეს ამ რეალური სიტუაციიდან.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.