ნინო წილოსანი:  მიხარია, რომ კახა კალაძის ძალისხმევა, როგორც ყოველთვის რეალური შედეგით დასრულდა

ნინო წილოსანი: მიხარია, რომ კახა კალაძის ძალისხმევა, როგორც ყოველთვის რეალური შედეგით დასრულდა

„თბილისის მერიის ექვსთვიანი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, უამრავი ადამიანის ბინათმშენებლობის პრობლემა მოგვარდება და ეს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია. მიხარია, რომ კახა კალაძის ძალისხმევა, როგორც ყოველთვის რეალური შედეგით დასრულდა - კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების სახლებს m2 ააშენებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ძალიან მიხარია, რომ უკვე საშუალება მაქვს, ამ ოჯახებს მივულოცო - ისინი ახლო მომავალში თავიანთ კუთვნილ საცხოვრებლებს მიიღებენ, საუბარია დაახლოებით 2500 ოჯახზე. ეს არის მართლაც დიდი წარმატება და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თბილისის მერია ზრუნავს ჩვენს მოქალაქეებზე!

ქალაქის საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირებაა ის მახასიათებლები, რომლებიც განაპირობებს, რომ კახა კალაძე ნამდვილად საუკეთესო მერია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.