“აგონიაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა – სიკვდილის პირისპირ… ისე, სიკვდილიც შეიძლებოდა ღირსეულად….
ვუსმენ გახარიას და ვფიქრობ, რომ არ ყოფილიყო, უნდა შეგვექმნა, გამოგვეგონა… და ბოდიში უნდა ვუთხრათ, რომ ბობოხიძე- ბოკერია- სამადაშვილისნაირ ოპოზიციასთან უწევს “ლაპარაკი”… ჩვენ, ვინც ეს ნაგავი, მკვლელი, სისხლიანი ნაციონალური რეჟიმი მოვიყვანეთ ხელისუფლებაში…,” – ამის შესახებ საქართევლოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია “ფეისბუქის”პირად გვერდზე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.
“კანდიდატს მიკროფონს რომ გამოურთავ, კითხვებს დაუსვამ და პასუხის გაცემის საშუალებას არ მიცემ, კითხვების დასმის ნაცვლად, ტყუილებს, ლანძღვას, უკადრებელს რომ იკადრებ… პოლიტიკუი ფრაქცია კი არა, გაბოროტებული, უტაქტო, უსახო ბრბო ხარ!
მეცოდებით!!! ნამდვილად არ მეგონა ასეთი უსუსურები თუ იყვნენ! საბრალონი…” – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.