ისეთი რამეები აკეთეთ, თქვენს მომავალ გაპრემიერებას გავრილოვი მიესალმა - რატიანი გახარიას

ისეთი რამეები აკეთეთ, თქვენს მომავალ გაპრემიერებას გავრილოვი მიესალმა - რატიანი გახარიას

 

თქვენ ისეთი რამეები აკეთეთ, თქვენ მომავალ გაპრემიერებას გავრილოვი მიესალმა - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა სერგო რატიანმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„თქვენ ისეთი რამეები აკეთეთ თქვენ მომავალ გაპრემიერებას გავრილოვი მიესალმა და შესაბამისად ეს იქნება ყველაზე სამარცხვინო მინისტრთა კაბინეტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში, რადგან თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე რაც საქართველოში მოხდა მისი შემოსვლის შემდეგ, მაშინ როდესაც გავრილოვს ხმა ჰქონდა მიცემული აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობაზე, მინდა გითხრათ რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტში ფრაქციის ფორმატში მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. გიორგი გახარიასთან შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ახლა უკვე „ევროპულ საქართველოსთან“ გრძელდება.

 

amo რატიანო, მაგ კაცთან შედარებით დებილი რომ ხარ ვერ ატყობ? თუმცა როგორ მიხვდები დებილი ხარ და . . .
5 წლის უკან
სოციალისტი რატიანო ასე მთლად ერთუჯრედიანი როგორ ხარ? გავრილოვს მართლაც რომ გახარებოდა გახარიას გაპრემიერება მაშინ გაჩუმდებოდა, არ დააკომენტარებდა!!! იმიტომ რომ ძალიან მარტივი მისახვედრია მისი ქება და სიხარული მხოლოდ ავნებდა გახარიას ავტორიტეტს! ალბათ შენც კი მიხვდი ამას, მაგრამ რაღაც მავნებლური ვერსია ხომ უნდა გააჟღერო?! ჰოდა ასე იხვეჭ სულელის რეპუტაციას!
5 წლის უკან