20 000 დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე, რას ჰქვია, ფული არ მქონდა

20 000 დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე, რას ჰქვია, ფული არ მქონდა

თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე, რას ქვია, ფული არ მქონდა, – ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ მისთვის ახალი ბრალდების წაყენებას.

„ბინა გაყიდა და ფული არ ჰქონდაო? – უკაცრავად, მართლა ხომ არ გაკლიათ? – 2011 წლიდან თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე. რას ქვია, ფული არ მქონდა? იმიტომ გავყიდე, რომ უფრო დიდი მეყიდა (რაც საბოლოოდ ვერ შევძელი, სამწუხაროდ).

ფული არ შეუტანია ინტერმედიაშიო? – უკაცრავად, კიდევ ერთხელ ხომ არ გაკლიათ. მართლა ბოლო სტადიაში გახვედით და რაღაზე გელაპარაკოთ, რა აზრი აქვს? მე როგორც მითხრეს, ისე მოვიქეცი და საბუთიც არსებობს (აქ შემოიტანე, ბანკში ჩვენ წავიღებთ, შენ რომ არ იაროო). დანარჩენი სხვებს კითხეთ, ვინც გააფორმა ეგ დეტალები. მაგის ზედამხედველობა არც ჩემი კომპეტენცია ყოფილა და არც მაგის დრო მქონდა.

მოკლედ, ბინის ეპიზოდს გადაგალეწავთ თავზე. დანარჩენი რომ ბოდვაა, კი დავასაბუთე უკვე“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

amo ბინა გაყიდე იმიტომ, რომ გარბოდი! გარბოდი! კოჰაბიტაციამ გადაგარჩინა! ისე დასაქცევია (აქცევთ კიდევაც) ის ქვეყანა, სადაც შენაირი თახსირი თვეში 20 000 დოლარს (ალბათ მეტსაც) შოულობდა
5 წლის უკან
სოციალისტი amo-ს ვეთანხმები! დაქცეულ ქვეყანაში, რომლის დაქცევაში შენ და შენს თანამეინახეებს ანუ ძღრ---ის მჭამელებს ლომის წვლილი გაქვთ, თვეში $20000 როგორ შოულობდი?! ალბათ საქართველოს მტრები გიხდიდნენ მავნებლურ საქმიანობაში, სხვა შენი გაკეთებული არავის გვახსოვს! ასეთი რა ქვეყანა ჩამოყალიბდა ეს ჩვენი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რომ ამ უმაქნისს, უვიცს და მახინჯს ასეთი შემოსავალი აქვს და თერჯოლაში 3 მიხრწნილ მოხუცებულს გაყიდულ ძროხაში აღებული ფულის წასართმევად თანასოფლელები აყაჩაღებენ?!
5 წლის უკან