ბობოხიძე გახარიას აქციაზე გამოყენებული ტყვიების შემოწმებას სთავზობს:  ერთი მე მესროლეთ და ერთს მე გესვრით

ბობოხიძე გახარიას აქციაზე გამოყენებული ტყვიების შემოწმებას სთავზობს: ერთი მე მესროლეთ და ერთს მე გესვრით

პარლამენტში, სადაც ევროპული საქართველოს ფრაქცია პრემიერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენს კამათის მიზეზი გახდა 20 ივნისს გამოყენებული ტყვიები.

დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ამტკიცებდა, რომ ტყვიები ლეტალურია და არ უნდა გამოეყენებინათ, რასაც გახარია უარყოფდა და მტკიცებულებად დეპუტატს ტყვია გადასცა.

ამ დროს საუბარში ჩაერთო დეპუტატი აკაკი ბობოხიძე და გახარიას მიმართა: „შევამოწმოთ, ერთი მე მესროლეთ და ერთს მე გესვრით".

პასუხად პრემიერობის კანდიდატმა განაცხადა: „სიამოვნებით, ოღონდ დარბაზში არა. ამაზე, უბრალოდ, ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ თქვენ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ და მე პასუხისმგებლობა მაქვს".