ცირკში ვართ? იქნებ მაცადოთ, რომ გიპასუხოთ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრს ელენე ხოშტარიას.
ელენე ხოშტარიას სურდა გიორგი გახარიას ეპასუხა კითხვაზე - მოხდა თუ არა მომიტინგეების გაფრთხილება აქციის დაშლის წინ. კითხვაზე გახარიამ ხოშტარიას შემდეგნაირად უპასუხა : „რაღაც შემთხვევებში გავაფრთხილეთ, რაღაც შემთხევებში - ვერა“.
პასუხის შემდეგ ელენე ხოშტარიამ კითხვა კიდევ ერთხელ გაუმეორე, რის საპასუხოდაც გახარიამ დეპუტატს ამ სიტყვებით მიმართა - „ცირკში ვართ? აბა, მაშინ იქნებ მაცადოთ რომ გიპასუხოთ. არსებობს ბევრი სხვადასხვა საშუალება, რომელიც იყო გამოყენებული“.
ხოშტარიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, შს მინისტრის მოადგილემ 15 ივლისს განაცხადა, რომ ასეთ დროს აქციის მონაწილეების გაფრთხილებას აზრი არ აქვს, გახარიამ უპასუხა:
„კიდევ ერთხელ გეუბნებით, როდესაც მოხდა წყლის ჭავლის გამოყენება, მაშინ გაფრთხილებამ იმუშავა და ასეთი გაფრთხილება იყო. საერთო ჯამში რამდენიმე გაფრთხილება მოხდა, მათ შორის მედიასაშუალებების გამოყენებითაც. როცა გაზი იყო გამოყენებული, მაშინაც მოხდა გაფრთხილება. იმ შემთხვევაში, როდესაც კონტაქტი შტურმის დროს იყო ძალიან ახლო და ზოგ შემთხვევაში პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა რეზინის ტყვია, ამ შემთხვევაში გაფრთხილება ვერ მოხერხდა. მაშინ როდესაც იყო აუცილებელი მოგერიების პირობები, ასეთი გაფრთიხლების ვალდებულება არ არსებობდა. „პოლიციის შესახებ კანონი“ პოლიციას ამის შესახებ აძლევს. წერტილი!“, - განაცხადა გახარიამ.