გახარია ნადირაძეს: როცა ფაქტზე გიჭერენ, რომ იტყუებთ, მაშინ ღიზიანდებით

გახარია ნადირაძეს: როცა ფაქტზე გიჭერენ, რომ იტყუებთ, მაშინ ღიზიანდებით

როდესაც გადაწყვიტეთ, რომ ამ ტიპის ტყვიები გამოგეყენებინათ იცოდით, თუ არა, რომ ამ ტყვიებს ეწერა - ნაკლებად ლეტარული, - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

გიორგი გახარიას განცხადებით, ტყვიებს არალეტარული აწერია.

„იტყუებით, ამ ტყვიებს აწერია არალეტარული. შეგიძლიათ სურათების ინტერნეტიდან ამოღების ნაცვლად, მიბრძანდეთ შესაბამის განყოფილებაში და ამოიღოთ რეალური ტყვიები, რომლებიც იქ გამოიყენეს. საერთოდ, როცა ფაქტზე გიჭერენ, რომ იტყუებთ, მაშინ ღიზიანდებით,“ - მიმართა გახარიამ.