რა კითხვა აქვს მაკო გომურს გიორგი გახარიასთან

რა კითხვა აქვს მაკო გომურს გიორგი გახარიასთან

 

საპარლამენტო მოსმენაზე დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომურის კითხვა გააცნო.

„რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა, რატომ არის თავისუფალი“, - ციტირებს ელენე ხოშტარია მაკო გომურის კითხვას.

„გადაეცით, ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონ არის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ მაკო გომურის მოსაზრების საფუძველზე.

„გმადლობთ შეფასებისთვის“, - ამ მოკლე პასუხით შემოიფარგლა პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია.

დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენდნენ.

პარლამენტის შენობაში აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს არ შეუშვეს.

ოპოზიციის ინფორმაციით,საშვი დაშვებული იყო მაკო გომურზეც, თუმცა მას პარლამენტში შემოსვლა ეზღუდებოდა.

ცოტა ხნის შემდეგ მაკო გომურმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა, რომ 5 წუთით ადრე შეიტყო, პარლამენტში მის სახელზე საშვის დაშვების შესახებ.

 

 

amo და საერთოდ, გომურმა ხომ უნდა გაარჩიოს პარლამენტში (ძალით) და გომურში შესვლა ერთმანეთისგან. როცა საქმე სახელმწიფოს ეხება იქ სენტიმენტალობა ცუდი მსახურია, გაიხსენეთ ჩინეთში როგორ გადაუარეს ათასობით ახალგაზრდას. იმ ახალგაზრდების ჭკუაზე, რომ მოეწყოთ ქვეყანა, დღეს ჩინეთი განვითარების ტემპით ამერიკაზე წინ იქნებოდა? შ ე ვ ღ ო ნ დ ი თ!
5 წლის უკან