ნიკა გვარამია „რუსთავი2“-ში დარჩენილებს მიმართავს - „7 წელი დედა მო@@ნი თქვენთვის“

ნიკა გვარამია „რუსთავი2“-ში დარჩენილებს მიმართავს - „7 წელი დედა მო@@ნი თქვენთვის“

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში „რუსთავი 2" -ში დარჩენილებს მიმართავს.

„რუსთავი2-ში მყოფებს კარგი 7 წელი რო დედა მოვ@@@ი თქვენთვის, გკიდიათ, მარა სირცხვილი მაინც არ გაქვთ, თქვენი დაშლილი არხი რო არ გადავხნათ, ამისთვის მეტის მოხერხება რომ ვერ შეძლეს, ხალხს რომ იჭერენ? არ გრცხვენიათ, ჩემი დაჭერის გარანტიით მოთრეული ნიუსის უფროსის (მანამდე რომ ჩაისვარა და ახლა ამით დაამშვიდეს)? ვაფშე სად გახვედით, რა განზომილებაში? ან სულ თუ იქ იყავით, 7 წელი რანაირად ემსახურებოდით იმ ფასეულობებს, რომელსაც ემსახურეთ?!" ,- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ცოტახნის წინ გვარამიას მიმართ პროკურატურამ ბრალის ახალი დადგენილება გამოიტანა, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, ასევე ყალბი გარიგებებს გულისხმობს.

პროკურატურამ ასევე ბრალი წარუდგინა არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და რუსთავი2-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიას" დირექტორს, ზურაბ იაშვილს.

ახალი ბრალის წარდგენამდე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა.

11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა.