გახარია!!!ჩემი respect-ი!!! ჩვენ დავასრულებთ ნაციონალებს!!! ესაა ხალხის დაკვეთა და ეს შესრულდება!”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია “ფეისბუქის” პირად გვერდზე პრემიერობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებას.
“გაქცევა სხდომათა დარბაზიდან – სრული პოლიტიკური კაპიტულაცია!..
ნაც.დამნაშავეებმა, მიხვდნენ რა, რომ ვერ მოუგებდნენ გახარიას დებატებში, გაქცევა ამჯობინეს და ბუჩქებში გაუჩინარდნენ!” – წერს ხოფერია სოციალურ ქსელში “ფეისბუქი”.
“მინდა გითხრათ, რომ არსად წასვლას მე არ ვაპირებ – მე თქვენ დაგასრულებთ, თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი დაგასრულებთ, – ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა.
“ის, რაც ახლა აქ ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე – ტყუილი, სიცრუე, ადამიანებზე მოდელირებული რეალობით ზემოქმედება. ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ 9 წელი, არამედ ამას თქვენ დღესაც აკეთებთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს ხალხი ყოველ დღე სიმართლის მეშვეობით ვამხილოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით.
მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ფორმატში ჩაიშალა. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის მოსმენაზე, როდესაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია კითხვებზე პასუხების გაცემას იწყებდა, სალომე სამადაშვილი სხდომის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა. მან მოუწოდა დამსწრეებს, შეეწყვიტათ სხდომა, რადგან „პარლამენტში არ უშვებენ გახარიას მიერ თვალდათხრილ მოქალაქეებს“.
“არ მიმაჩნია სწორად მოვუსმინო დღეს ამ სხდომას”, – განაცხადა სამადაშვილმა.
ამ აზრს დაეთანხმა ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე და სხდომა შეწყვიტა. სამადაშვილმა გააჟღერა, რომ მაკო გომურს პარლამენტში არ უშვებენ.
თუმცა, მაკო გომურმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 5 წუთით ადრე შეიტყო, პარლამენტში მის სახელზე საშვის დაშვების შესახებ.