მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ფორმატში ჩაიშალა. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის მოსმენაზე, როდესაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია კითხვებზე პასუხების გაცემას იწყებდა, სალომე სამადაშვილი სხდომის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა. მან მოუწოდა დამსწრეებს, შეეწყვიტათ სხდომა, რადგან „პარლამენტში არ უშვებენ გახარიას მიერ თვალდათხრილ მოქალაქეებს“.
“არ მიმაჩნია სწორად მოვუსმინო დღეს ამ სხდომას”, – განაცხადა სამადაშვილმა.
ამ აზრს დაეთანხმა ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე და სხდომა შეწყვიტა. სამადაშვილმა გააჟღერა, რომ მაკო გომურს პარლამენტში არ უშვებენ.
არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ, – ასე მიმართა პრემიერ-მიონისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
„ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ის რაც აქ ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის სახე, ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება.
ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ ცხრა წელი, ამას თქვენ აკეთებდით დღესაც. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი.
თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დ დარჩებით ქუჩაში.
გირჩევთ, ქალბატონო სალომე თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილ დებოშს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა:
“მაკო გომურს კი არა, ირინა ენუქიძეს არ უშვებდით პარლამენტში, თქვე ბოზიშვილებო!
პ.ს. სულ ასე გაქცეულები მენახეთ!” – წერს ხუბუა სოციალურ ქსელში ოპოზიციის მისამართით.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს და ამ მკვლელობამ სააკაშვილის ხელისუფლების იმიჯს პირველი სერიოზული დარტყმა მიაყენა. მართალია, შს სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, შემსრულებლები გაასამართლეს, მაგრამ ამ საქმეზე ვნებათაღელვა არ შემწყდარა. გურამ გირგვლიანის თქმით, მერაბიშვილის დაკავებით მისი ოჯახისთვის სამართლიანობის აღდგენა დაიწყო.