„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მთავრობის წევრებთან შეხვედრა 20 ივნისის ღამით მომხდარი დარბევის კადრებით გახსნეს.
„რატომ მოხვდა ბავშვებს ტყვია, ვინ ჩაიდინა დანაშაული, ვინ აგო ამ დანაშაულისთვის ხელისუფლებიდან პასუხი. ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები იყვნენ განსასჯელის სკამზე, ისინი მთავრობაში გვევლინებიან. საერთოდ, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რატომ მიდის საქართველო პოლიციური სახელმწიფოს გზით?!
20 ივნისის შემდეგ დაიწყო რეპრესიები, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება. მელია შიდა პატიმრობაშია, არ აძლევთ კონსტიტუციურ უფლებას იმუშაოს პარლამენტში, ოქრუაშვილი დააკავეთ. გვარამიას მიმართ აღძარით სისხლის სამართლის საქმე. რუსთავი 2 დახურეთ და შეასრულეთ რუსეთის სათათბიროს დეპუტატების სანუკვარი ოცნება.
აგრძელებთ მედიასაშუალებების წინააღმდეგ ბრძოლას ,იგივე ტელეკომპანია პირველის მიმართ.
ბიზნესი დაატერორეთ, თიბისი ბანკის ხელმძღანელობა ფაქტობრივად ქვეყნის შიდა პატიმრობაშია. გააჩერეთ ანაკლიიის პროექტი. კულმინაცია დღეს ადამიანები რომლებმაც პასუხი უნდა აგონ, მთავრობაში გვევლინებიან",- განაცხადა გოცირიძემ.