იარაღის წარმოება საქართველოზე დადებითად აისახება

იარაღის წარმოება საქართველოზე დადებითად აისახება

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ გარდა ბირთვულისა, ყველა სახის იარაღის წარმოება უნდა დაიწყოს.

აღნიშნულის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

სამხედრო საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ იარაღის წარმოება საქართველოზე დადებითად აისახება.

მისივე თქმით, ქართული იარაღის წარმოება ეკონომიკური განვითარების სტიმულას იძლევა.

“ძალიან ჯანსაღი, ამბიციური გეგმაა. ყველა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად შეუძლია თავად უზრუნველყოს შეიარაღების ტიპების მიწოდება საკუთარი თავდაცვის ძალებისათვის.

თუ საქართველომ შეძლო საკუთარი თავის დაკმაყოფილება საბრძოლო ტექნოლოგიებისა და შეიარაღების კუთხით, ეს ძალიან პოზიტიური მოვლენა იქნება.

აღსანიშნავია, რომ დამოკიდებულება სხვა ქვეყნის შეიარაღების იმპორტზე უფრო დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე საკუთარი შეიარაღების წარმოებისა.

საკუთარი იარაღის წარმოება ეკონომიკური განვითარების სტიმულს იძლევა. ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა აზერბაიჯანმა და სომხეთმა უკვე დიდი ხანია განავითარეს აღნიშნული მიმართულება. აზერბაიჯანი კი უკვე იარაღის ექსპორტიორი ქვეყნების სიაშიც მოიაზრება.

ასე, რომ თუ ჩვენ ამ ამბიციურ გეგმას განვახორციელებთ, ეს საქართველოს დიდ წარმატებას მოუტანს. აღნიშნული მიმართულება ძალიან აქტუალურია სამხედრო პოლიტიკის გატარებისა და წარმოების კუთხით“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ საქართველოში გარდა ბირთვულისა, ყველა სახის იარაღის წარმოება უნდა დაიწყოს.

DDDzia ხუმრობთ?
შაყირობთ, ალბათ!
რა იარაღის წარმოება, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?
როგორ წარმოგიდგენიათ იარაღის წარმოება სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის გარეშე?
თუ გგონიათ, რომ სსრკ-დან დარჩენილი ნახაზებით გააკეთებთ რამეს?
ღარიბაშვილმა პრემიერობისას დააყრანტალა, რომ ასანთის წარმოება დაიწყეთ საკუთარ ბინებშიო.
ღარიბაშვილი გონზე არ არის, რას ნიშნავს წარმოება.
აქ, ჩვენთან ასანთის წარმოებაა შეუძლებელ და იარაღი როგორ უნდა აწარმოო?
რისგან უნდა აწარმოო, რაზე უნდა აწარმოო, ვინ უნდა აწარმოოს, ვინ უნდა შეიმუშაოს?
არ გვაქვს რესურსები, არ გვაქვს საწარმოო ბაზა, არ გვყავს კვალიფიციური მუშახელი, არ გვყავს მეცნიერული ბაზა. და არ გვაქვს იარაღის წარმოების ტრადიცია.
ვის უნდა შენი იარაღი?
ვინ მოგცემს უფლებას იარაღი გაყიდო?
აბა ნატო მეტი კი არაფრისთვის ნდათ?
ამერიკს იარაღის ბაზარია ნატო.
ეეხ, აბა თქვენ გყავთ, რაღა!
5 წლის უკან