რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ვკარგავთ, ტყვია-წამალს რომ არ ვაწარმოებთ

რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ვკარგავთ, ტყვია-წამალს რომ არ ვაწარმოებთ

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ გარდა ბირთვულისა, ყველა სახის იარაღის წარმოება უნდა დაიწყოს.

აღნიშნულის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ საქართველოს იარაღის წარმოება დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

მისი თქმით, მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველო საკუთარ ტყვია-წამალს არ აწარმოებს, ქვეყანა ათეულობით მილიონ დოლარს კარგავს.

“ჩვენი ქვეყანა იარაღს აწარმოებდა, ახლა კი სამხედრო ტექნიკას აწარმოებს, რასაც პერმანენტული სახე არ აქვს. ჩვენ ტყვია-წამლის წარმოება შგვიძლია თავისუფლად. იმის გამო, რომ ტყვია-წამალს არ ვაწარმოებთ, ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ვკარგავთ.

ვფიქრობ, რომ გარკვეული შეიარაღების წარმოება შეგვიძლია. ყოველწლიურად, თუ არ ვცდები, 60 მილიონი დოლარი იხარჯება სამხედრო ნივთების შეძენაში“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ საქართველოში გარდა ბირთვულისა, ყველა სახის იარაღის წარმოება უნდა დაიწყოს.

Katana : რა მიზეზითაც ბოსტნეულ-ბაღჩეული შემოგვაქვს არა მხოლოდ თურქეთიდან, არამედ ეგვიპტიდან და იმაზე შორეული ქვეყნებიდანაც კი, სავარაუდოდ, იმავე მიზეზით არ ვაწარმოებთ ტყვია-წამალს!..
5 წლის უკან
გრიგორი ყველა სახის იარაღის ქარმოებაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ტყვია-წამლის და არა მარტო ტყვია-წამლის წარმოება თავისუფლად შეგვიძლია. დაიზოგება უამრავი რაოდენობით ვალუტა და დასაქმდება ხალხიც!
5 წლის უკან