თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო, „ასავალ-დასავალში“ გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროსთან

თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო, „ასავალ-დასავალში“ გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროსთან

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ მისთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას აზრი არ აქვს. ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „გირჩის“ საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას.

„ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო.

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი. ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც „ასავალ-დასავალის“ მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - „ასავალ-დასავალში“ გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან", - წერს ჯაფარიძე.

„არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ „გირჩის“, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტის 4 კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

სოციალისტი როცა ღარიბაშვილს მიმართავ - "მაგ­რამ, თუ მარ­თლა რამე ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას აპი­რებ რომ ახალ­გაზ­რდე­ბი ისევ მო­ნე­ბად აქ­ციო".. ვინ, რომელი ახალგაზრდები იყვნენ მონები და შენ ვინ გაათავისუფლე შე არაკაცო, უნიჭო ბლუო?! შენ მონაც არ ხარ, მონა სპარტაკი იყო! შენ საქართველოს მტერი ხარ და მიგეზღვება ისე როგორც ამას საქართველოს მტერი იმსახურებს! რას დემაგოგობ, რა გინდა? რა სულელურ კითხვებს სვამ?! ყველა უნდა წავიდეს ჯერში, აბსოლუტურად ყველა, მათ შორის სტუდენტიც (4 წლის სწავლის განმავლობაში კვირაში 1 სრული დღე ჯარში, პოლიგონზე!!!) და ავადმყოფიც (იმ ჯარში რის საშუალებასაც ავადმყოფობა მისცემს)!! ყველა პატარა ქართველმა ენის ამოდგმის დღიდან უნდა იცოდეს რა არის სამშობლო და რომ მისი უწმინდესი და უზენაესი მოვალეობაა მისი დაცვა,! რომ საქართველოს ჯარში სამსახური არავითარ შემთხვევაში არ ასცდება!
5 წლის უკან
tngh "ასავალ-დასავალში" გახვევას გირჩევნია სამინისტროს წინ "შარვალ-ტრუს ჩახდილების" აქცია გამართო...
5 წლის უკან
trampi ბიზნესმენი.
რა კარგიაააა....შენ დაუკააააარ ........
ფულები კი მოდის და მოდიიიიიის
ჰოოდა გაგიჟდება აბა რა მოუვა......
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com რა დონის პიტალოა, ზურა კი არა ტურა ხარ შენა, შე პიტალო შენა...
შვეიცარიაში მონები არიან არა? სავალდებულო სამხედრო სამსახურს რომ გადიან, მაგრამ პიტალო ხარ და ქვეყნის მტერი, შენი ..... შე ნაგავო...
5 წლის უკან