ჯარში გაწვევის თემაზე პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი - სადღაც კი არ უნდა გაიქცნენ - სექტაში, არამედ იმ პოზიციაზე დადგნენ, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია

ჯარში გაწვევის თემაზე პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი - სადღაც კი არ უნდა გაიქცნენ - სექტაში, არამედ იმ პოზიციაზე დადგნენ, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია

ჯარში გაწვევის თემასთან დაკავშირებით პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი და რეალურია, რომ პარლამენტის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობა ჩამოაყალიბებს ამ საკითხს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ახალგაზარდებს საჭიროა ჰქონეთ მოტივაცია, რომ ჯარი მათ იმ უნარ-ჩვევებსა და განათლებას მისცემს, რაც მთელი ცხოვრება გამოადგებათ.

„ჯარში გაწვევის თემასთან დაკავშირებით, პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი, რადგან ახალგაზრდებს მოტივაცია უნდა ჰქონდეს მეტი. სადღაც კი არ უნდა გაიქცნენ - სექტაში, არამედ უნდა წავიდნენ და იმ პოზიციაზე დადგნენ, რასაც ჰქვია სამშობლოს სიყვარულის გამოხატულება. აგრეთვე, უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ ჯარი უნდა აძლევდეს იმ განათლებას, უნარ-ჩვევებს, რომელიც შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. რასაკვირველია, ამას კონკრეტული საქმიანობა უნდა მოჰყვეს. რეალურია, რომ პარლამენტის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობა, ზუსტადაც ამ მიმართულებით გაიყვანს და ჩამოაყალიბებს ამ საკითხს, რაც არ უნდა პოლიტიკურად შევფუთოთ ოპოზიციური თუ მხარდამჭერი პლატფორმებიდან“, - განაცხადა ვოლსკიმ.

Katana : ჩამოთვალეთ ის მინისტრები და მაღალჩინოსნები, რომელთა შვილებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადეს!

მე ვიცი ერთადერთი გამონაკლისი: ირაკლი ალასანიას ვაჟი!!!

ჰოდა, მორალურად რომ ვერა ხართ წელში გამართული, იმიტომაც ვერ აწვებით "გირჩელ" ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც ეწევა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას მრავალი ასპექტით!
5 წლის უკან
Katana . იმის მაგივრად, რომ ჯარი ჯარს დაამგვანონ, როგორც ეს მტრებით გარშემორტყმულ პატარა ქვეყანას შეეფერება, ჯარიდან თავის დაძვრენის კრეატიულ ფორმებს იგონებენ და სახემწიფოც თვალს ხუჭავს...

წარმოიდგინეთ, ისრაელში რომ ვიღაცამ გახსნას კერძო კანტორა, სადაც "სასულიერო პირის" სერტიფიკატებს ურიგებენ ახალგაზრდებს და ათავისუფლებენ სავალდებულო სამსახურიდან!..

ზურაბ ჯაფარიძე კი ამაყად აცხადებს, რომ ათიათასობის ახალგაზრდა გაათავისუფლა სამშობლოს დაცვის მოვალეობისაგან და, არამც თუ ბუზი ვერ აუფრინა სახელმწიფომ, იქით ემუქრება თავდაცის მინისტრ ღარიბაშვილს, "ასავალ-დასავალში" გახვეულს დაგაგდებთ შენს სადარბაზოშიო!
სახელმწიფო, რომელიც ასეთ თავხედობებს ითმენს, სახელმწიფო არ არის!!!
5 წლის უკან