"ქართული ოცნება" აპირებს კოჰაბიტაციის ფარგლებიდან მაქსიმალურად გასვლას

აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კოჰაბიტაციის ფარგლებიდან მაქსიმალურად გასვლას. "ნაციონალებთან" შეურიგებლობა გახარიას მეთაურობით უფრო გამოვა და მას ღარიბაშვილიც დაეხმარება - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის განცხადებებს, რომ გახარიას გაპრემიერება, "ოცნების" დასასრული იქნება.

"როდესაც საუბარი დაიწყო სამთავრობო ცვლილებებზე, ვამბობდი, რომ "ოცნებას" გაუჭირდებოდა პრემიერ-მინისტრის პოვნა, რადგან ერთწლიან ვადაში არავინ ისურვებდა ამხელა პასუხისმგებლობის აღებას. ახალაც ვფიქრობ, რომ გახარია არ უნდა იყოს დიდად აღფრთოვანებული ამ ტვირთის აღებით, მაგრამ ალბათ 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე დათანხმდა. მეორე მხრივ, აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კოჰაბიტაციის ფარგლებიდან მაქსიმალურად გასვლას. "ნაციონალებთან" შეურიგებლობა გახარიას მეთაურობით უფრო გამოვა და მას ღარიბაშვილიც დაეხმარება.

საინტერესო თანამდებობა იქნა შეთავაზებული იზორიასთვის, იგი კარგი ანალიტიკოსია და პოლიტიკური განცხადებებისა და შინაარსის მოძრაობის საშუალება ექნება, რაც თავდაცვის მინისტრობის პერიოდში არ შეეძლო. იმ ფონზე, რომ არჩევნებამდე ერთი წელი რჩება, დრო კი ძალიან ცოტა აქვთ, რამდენად შეძლებენ რაღაც მნიშვნელოვანის ჩვენებას და საზოგადოებაზე შთაბეჭდილების მოხდენას არ ვიცი. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მარტო სისტემის გაცნობა საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

რაც შეეხება ოპოზიციას და მის პროტესტს, ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამ განცხადებებს. ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეა და რადგან "ოცნებამ" თავის დროზე არ წამოწია ის თემა, რომ "ნაციონალების" ნაბიჯები იყო გადაგმული რუსეთისკენ, ახლა "ნაცმოძრაობა" ამას "ოცნებას" აბრალებს. მაგრამ ერთი საინტერესო მომენტია, თუ ქვეყანაში იზრდება რუსეთის გავლენა, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალებს, ამ ფონზე აშშ საქართველოში ელჩად ნიშნავს ისეთ ფიგურას, რომელიც სწორედ საზღვაო-სამხედრო მიმართულებით არის მრჩეველი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ანაკლიის პორტს უკავშირდება. ამიტომ ოპოზიციის ბრალდებები არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და ცდილობენ მხოლოდ საზოგადოებაში შექმნან შთაბეჭდილება, რომ უცხოეთმა საქართველოს ზურგი აქცია.

სამწუხაროდ, ისევ "ნაციონალური მოძრაობა" და ამ ნიშნის პარტიები რჩებიან დღეს ოპოზიციურ ფრონტზე და არც ახალი რამ შეუქმნიათ თავის სტრატეგიაში. ოპოზიცია ავტომატური გამეორებების რეჟიმში რჩება, რომ ვიღაც არის რუსეთის აგენტი. ყველა არჩევნებს აგებს და დასკვნებს ვერ აკეთებს. ეს არის ოპოზიციის ინტელექტუალური პრობლემა. რაც შეეხება საპროტესტო ტალღას, რომელიც, ოპოზიცის მტკიცებით, რყევებს გამოიწვევს, ეს ასე არ იქნება, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს "ნაციონალები" ქართულ პოლიტიკაში თამადის ადგილს ვეღარ დაიკავებენ, პოლიტიკურ სუფრაზე კი ჭიჭყინა წევრები იქნებიან, რომლებიც საზოგადოებას მხოლოდ აღიზიანებენ," - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

 

trampi რატო აქამდე არ ჩარეცხა ეგ მართლა ჩასარეცხი ნაცები ტუალეტში?? (და მათი ანასხლეტები) ,....რო ერხევა ეხლაღა გააახსენდა მაგათი მავნებლობაააა?
იმ ცხრა წელზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამ შვიდი წლის მანძილზე ნაცებმა რამდენი ავნეს ქვეყანას.... რააა, აქამდე ვერა ხედავდააა?? ამ შვიდი წლის მანძილზე საქმის კეთების ნაცვლად დრო ნაცებთან კინკლაობაში გაატარეს..............თანაც სუ თავდაცვაზე იყვნენ
ბოლომდე გამოაააშკარავაო....ბოლომდე დაანახა ხალხს მათი მავნებლობაო ......
რა ჰქონდათ ნაცებს ( და მათ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს) გამოსააშკარავებელი ? ეგენი რა ჩათლახები და პირქვე დასაქინძებიც არიან, რაააა ხალხმა ამ ე.წ. გამოაააშკარავების გარეშე, არ იცოდა ვინც იყვნეენ?? რაში დაკარგეს ეს შვიდი წელი (50 %)
...არადა ამ კინკლაობაში ქვეყნისთვის რამდენი კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა, ამ კინკლაობით რამდენ რამეში დასწიეს ქვეყანა უკან .....
მაგრამ ეტყობათ ამათ ამ პინგპონკში ერჩივნათ დროის გაყვანა, რადგან აზრზე არ იყვნენ საქმე როგორ ეკეთებინათ.....იმიტომაც იყენებდნენ ესენი ნაცებს ბუებად
ხოოოდა.... ეხლა რო დაინახეს ხალხისგან მათზე გულის აცრუება, ვინუჟდენებმა ეხლაღა დაიწყეს, თავის მოფხანა............(ეგეც თუ უშველით,)
მაგრამ ამათ საბედნიეროდ, ნაცებს ხალხის და ქვეყნის წინაშე იმდენი ცოდვები აქვთ ჩადენილი , იმდენი ცოდვები, რომ ესენი მიუხედავად თავიააანთი სიდებილისა, მათ ფონზე მაინც მამა აბრამის ბატკნებად ჩანან....
ზუსტადაც ამის იმედად არიან ესენი-----ისევ ხალხის იმედი აქვთ--- ჩვენ ხო ხალხს გზა და გზა არა ვხოცავთო...ამითღა ფასდება ხელისუფლების ავკარგიანობა (მაგარი სტანდარტი დაგვიტოვა მიშამ)..
რა ხალხი, რა გაჭირვებული ხალხი, რა პენსია, რა განათლება ...ვის სცალია ამეებისთვის?... ...მიშვებულია დინება
ამათ რომ კახა კახიშვილი მოტეხეს, საბოლოვოდ მაშინ დავრწმუნდი ამათ ფანდარასტობებში......
თუმცა არცააა გასაკვირვი----- რა ინტელექტისაცაა ადამიანი, ისეთ ხალხსაც იკრებს გარშემო...ასე რომ ბუდეა...
ან სად პოულობენ ასეთ ხალხს?..ალბათ დაგინებული ააქვთ--- არცერთი ნორმალური ქართველი მთავრობაშიო
ერთადერთი კალაძეა ამათში რომ გამოირჩევა ..მართლა აკეთებს საქმეს ხალხისთვისაც და ქვეყნისთვისაც.( და უგულავასავით არ ეზიდება ოფშორებში ფულებს....თავისიც ჰყოფნის)
5 წლის უკან