ქართულ მხარეს პერევთან პოლიციის საგუშაგო რამდენიმე ასეული მეტრით გადააქვს

ქართულ მხარეს პერევთან პოლიციის საგუშაგო რამდენიმე ასეული მეტრით გადააქვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, პერევთან ქართული პოლიციის უკვე არსებული საგუშაგო რამდენიმე ასეული მეტრით გადააქვთ. უწყების ცნობით, ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებს მხოლოდ ფეხით შეუძლიათ და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო გზის შემცირება მათთვის არსებითი შეღავათი იქნება.

საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი, - აცხადებენ სუს-ში.

„2018 წლის მაისში მოხდა ამის შესახებ IRPM-ის ყველა მონაწილის ინფორმირება. ასევე, ამის შემდეგაც საუბარი რამდენჯერმე იყო IPRM-ის ფორმატის მექანიზმებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობის მოსამზადებელი სამუშაოები", - განუცხადეს Imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახურში.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადთაევი ჯავის რაიონის სოფელ სინაგურში სოფლის მახლობლად ქართული პოლიციის პოსტის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

ამის შესახებ „სამხრეთ ოსეთის" ე.წ. „პარლამენტის" პრესსამსახური იუწყება. მათივე ინფორმაციით, სინაგურის მცხოვრებლებმა იჩივლეს, რომ 25 აგვისტოდან ამ სოფლის შემოგარენში საქართველოს პოლიციის პოსტის მოსაწყობად სამუშაოები განახლდა.