პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულები არ უნდა შეიწყალონ

პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულები არ უნდა შეიწყალონ

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ამნისტია იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

წულუკიანის თქმით, პოლიციელისა და ჯარისკაცის სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულები არ უნდა შეიწყალონ.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, ამ თემაზე განმარტება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს:

"ფაქტი რაც მოვისმინეთ, არის ძალიან მძიმე... თვითონ გადაწყვეტილება არის ძალიან მძიმე. ამაზე ალბათ, თვითონ პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს ახსნა-განმარტება და იმ ჯგუფმა, ვინც მუშაობდა ამ შეწყალებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის იყო პოლიციის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

amo ვეთანხმები მინისტრს, თუ დამნაშავე იყო არ უნდა შეეწყალებინათ.
5 წლის უკან
თამაზი თუ მკვლელი პოლიციელის შეწყალება შეიძლება, რატომ არ შეიძლება პოლიციელის მკვლელის შეწყალება? სანამ პრეზიდენტის ლანძღვა გინებას დაიწყებთ, იქნებ საბრალდებო საქმეს გაეცნოთ. სირცხვილია, ეს ეხება ოპოზიციასაც და პოზიციასაც
5 წლის უკან