ირაკლი ლატარია ელენე ხოშტარიას მიმართავს:  “…ამიტომაც აქვე პასუხი…”

ირაკლი ლატარია ელენე ხოშტარიას მიმართავს: “…ამიტომაც აქვე პასუხი…”

ეკონომისტი ირაკლი ლატარია “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით ოპოზიციონერ დეპუტატ ელენე ხოშტარიას მიმართავს:

“გუშინ, პირდაპირ ეთერში ელენე ხოშტარიამ, ადამიანების თავებს რატომ ითვლიო? თან დააყოლა, რომ არჩევნებით უნდა შეცვალოს ხელისუფლება.

დაიბადა კითხვა: თუ არჩევნებში უნდა მოგვიგოს, აბა ხმას რობოტები მისცემენ?

დიახაც ვითვლი, 30 კაცის პროტესტი არის პროტესტი რა თქმა უნდა, მაგრამ 100 000 კაცის პროტესტი იმაზე, რომ არსებობს 30 კაცის პროტესტი, ეგ არ არის პროტესტი?

ამიტომაც აქვე პასუხი ხოშტარიას:

ნუ იზამთ ისე, რომ ჩვენი თავებიც დაითვალოთ, არ გირჩევთ. დიდი წერტილი!!!”, – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციაზე სათავეში ასევე უდგანან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის „ევროპული საქართველოდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“.

აქციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებენ. ორგანიზატორების თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მთავრობის მეთაურად გიორგი გახარიას დანიშვნას ხელი შეუშალონ.

amo როგორ უნდა შეუშალონ? საბოლოოდ გამოაშკარავდებია და რუსებს შემოუძღვებიან?
5 წლის უკან