აფხაზეთის ოკუპირებული რესბუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადასული კადიდატი, პარტია "ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია, გამარჯვების შემთხვევაში ე.წ. რესპუბლიკის პრემიერობას რუსეთის მოქალაქე ინალ არძინბას შესთავაზებს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციაში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ არძინბა, პუტინის ადმინისტრაციის რიგითი თანამშრომელი სულაც არ ყოფილა. მაგალითად, უკრაინის სპეცსამსახურებმა თავის დროზე ის კრემლის სეპარატისტული პროექტების ერთგვარ კურატორადაც დაასახელეს.
ალხას კვიცინიამ რუსულ გამოცემა რბკ-სთან ათქვა, რომ ამაზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ ყოფილა, თუმცაღა დაადასტურა, რომ არძინბას კონტაქტები აქვს „საზღვარგარეთ არსებულ აფხაზურ დიასპორასთან" და დასძინა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მზად იქნება მოიზიდოს ემიგრანტების ახალი თაობა აფხაზეთში , რუსეთში სახელმწიფო გამოცდილების საფუძველზე.
სეპარატისტულ მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ ინალ არძინბა კვიცინიას წინადადებას განიხილავს, რადგან „იგი დაინტერესებულია რეალური მუშაობით და სინგაპურის ტიპის კარდინალური რეფორმებით. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებით და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით."
აფხაზეთში 8 სექტემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობა ანუ 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
აფხაზური მედიის ცნობით, მეორე ტურში მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტია „ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია გადავიდნენ.
კვიცინიამ პირველ ტურში 18 929 ხმა მიიღო რომელიც ე.წ. არჩევნებზე მისული ადამიანების 21.97 %-ია. მან მოქმედ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბაზე 2%-ით ნაკლები ხმები მიიღო.
ხაჯიმბას თქმით, პირველი ტურის შედეგები აჩვენებს, რომ საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული მოსაზრება. "ეს ნორმალური პროცესია."-აღნიშნა ხაჯიმბამ.
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 25 აგვისტოს გაიმართა. დე საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 56%-მა მიიღო მონაწილეობა. დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 9 კანდიდატი იყრიდა.