ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან აფილირებულ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების შესახებ წერს:
“ის რასაც ნაცები და ძალადლიბერალები სჩადიან, უკვე გასცდა პროტესტის გამოხატვის ნებისმიერ, თუნდაც მაქსიმალურად რადიკალურ ფორმას და ფსიქიურ პარანოიაში გადაიზარდა.
მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის მიღწევის გზის განსაზღვრის სრული ალოგიკურობა და დამარცხების წინასწარი ხედვა იწვევს ისტერიკას, ნორმალური, თუნდაც ძალიან გაბრაზებული ადამიანის ქმედებისთვის სრულიად შეუსაბამო რეაქციას, რაც ზღვარგადასული ფსიქიური აშლილობის აშკარა დადასტურებაა.
არსებობს წაგებული ბრძოლის უამრავი მაგალითი, როცა ადამიანი ბრძოლას გულწრფელობით, მოთმინებით და მომავლის იმედით აგრძელებს.
ქრისტე ასეთი ბრძოლის მაქსიმუმია. საბოლოო გამარჯვებისთვის თავის შეწირვის უზენაესი გამოხატვაა.
ქართველებსაც გვყავდა ხალხი, ვინც წაგებულ ბრძოლაში ებმებოდა, მაგრამ მათ საბოლოო გამარჯვების სწამდათ.
სწამდათ, რომ მათი საქმე ადრესატამდე, ხალხამდე მივიდოდა.
ნაცებისა და ყალბი ლიბერალების ქმედების ადრესატი არც ქართული საზოგადოება და არც ხელისუფლებაა. ყველასთვის ცხადია, რომ მათი მიზანია გარკვეულ დამფინანსებლებს აჩვენონ შეურიგებლობა, აჩვენონ მედგრად დგომა და ამაში გარკვეული თანხა აიღონ.
დღეს ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და გაასაჯაროოს ინფორმაცია, თუ საიდან და რა თანხებით ფინანსდება ეს ხალხი.
ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოს მოსახლეობას, რაც გამოიწვევს მათ ალაგმვას.
წინააღმდეგ შემთხვევაში ამ არსებების ყოფნა უკვე საშიში ხდება ნებისმიერი მოქალაქისთვის, გამვლელისთვის, ბავშვისთვის.
ისინი ფაქტობრივად უკვე უკონტროლონი არიან.” – წერს გაბრიჭიძე