“რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი “2020NEWS“-თან სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნა, საზოგადოების შეურაცხყოფაა.
“პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას დანიშვნით ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს. მაშინ, როდესაც 20 ივნისის შემდეგ საპროტესტო ტალღა იყო, ოპოზიციური სპექტრი შეჯერებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გახარია გადამდგარყო თანამდებობიდან.
გახარიას პრემიერ -მინისტრად დაწინაურება კი ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას უპირისპირდება. ის წინასაარჩევნოდ ძალაუფლების მაქსიმალურ კონცენტრაციას ახდენს“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ვანიშვილის გადაწვეტილებით, ქვეყნის ახალი პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება.
"როდესაც 20 ივნისის შემდეგ საპროტესტო ტალღა იყო, ოპოზიციური სპექტრი შეჯერებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გახარია გადამდგარყო თანამდებობიდან.
-----------------
აა, ოპოზიცია შეჯერებული ყოფილა!.. ეტყობა,ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა ამის შესახებ, თორემ ოპოზიციის გადაწყვეტილება რომ სავალდებულოა ხელისუფლებისათვის, ეგ ვის არ მოეხსენება!
*
"გახარიას პრემიერ -მინისტრად დაწინაურება კი ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას უპირისპირდება."
-----------------
როგორც ჩანს, სიტყვა "საზოგადოებამ" ახალი შინაარსი შეიძინა და აღნიშნავს მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელსაც პარლამენტში შეჭრა და ხელისუფლების დამხობა უნდა. (იხ. 1992 და 2003 წლების მოვლენები).
რა სასაცილოა ოპოზიციის მცდელობა, გახარიას დანიშვნა წარმოადგინოს, როგორც ქვეყნის აღსასრულის, მოახლოებული არმაგედონის უტყუარი ნიშანი! :)