კომფორტული იყო, მან იცოდა მოსმენა, კითხვაზე სწორი პასუხი

კომფორტული იყო, მან იცოდა მოსმენა, კითხვაზე სწორი პასუხი

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან მუშაობა კომფორტული იყო, მან იცოდა მოსმენა, კითხვაზე სწორი პასუხი, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, როგორ შეაფასებდა მამუკა ბახტაზის მუშაობას.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა გამონახოს დრო და მოუსმინოს მის მინისტრს, ასევე დაეხმაროს მართვაში.

„მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი. მასთან მუშაობა, ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მინისტრისთვის, კომფორტული იყო. მან იცოდა მოსმენა, კითხვაზე სწორი პასუხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხელმძღვანელობ ისეთ უწყებას, როგორიც არის იუსტიციის სამინისტრო. მნიშვნელოვანია, პრემიერი პოულობდეს დროს, მოუსმინოს მის მინისტრს და დაეხმაროს მართვაში. მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მუშაობის ასეთი ხარისხისთვის",- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა.