ნინო შუბლაძე

ნინო შუბლაძე "რუსთავი 2"-ში მიდის

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე ნინო შუბლაძე დღეს ტელეკომპანიაში მივა და არხის ახალ გენერალურ დირექტორს პაატა სალიას შეხვდება. რა სამომავლო გეგმები აქვთ ნინო შუბლაძესა და არხის ახალ ხელმძღვანელობას ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ შუბლაძე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე განიხილებოდა, ეს პოსტი რამდენიმე დღის წინ პაატა სალიამ ნოდარ მელაძეს დაატოვებინა.

არხის ხელმძღვანელობა შუბლაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს და აცხადებს, რომ ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თავად ნინო შუბლაძე "ნიუპოსტის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.