ამერიკამ საქართველოში ელჩის დანიშვნა გადაწყვიტა - ვინ არის ვაშინგტონის გამოგზავნილი დიპლომატი?

ამერიკამ საქართველოში ელჩის დანიშვნა გადაწყვიტა - ვინ არის ვაშინგტონის გამოგზავნილი დიპლომატი?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი წარადგინა.

კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია და ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველია.

მანამდე ის იყო აშშ-ს ელჩის მოადგილე იტალიაში, კოსოვოში, თურქეთში და პოლიტიკური მრჩეველი აშშ-ს მისიაში ნატოში.

მანამდე კელი დეგნანი მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

25 წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი. კელი დეგნანი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ პოლიტიკურ საკითხებში.

აშშ-ს წელიწადზე მეტია საქართველოში ელჩი არ ჰყავს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ელჩად დანიშნულ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა. აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

სოციალისტი ვააა... მართლა?! ) წინადადება შემომაქვს, ის ბედნიერი დღე, როცა აშშ-ს ელჩი ზურაბიშვილს, ზალკალიანს... მოკლედ ვისაც ეკუთვნის, რწმუნების სიგელს გადასცემს გამოვაცხადოთ ეროვნულ დღესასწაულად, ვიუქმოთ, ვილხინოთ! ))
5 წლის უკან