„ნაცებისა და ყალბი ლიბერალების ქმედების ადრესატი არც ქართული საზოგადოება და არც ხელისუფლებაა“

„ნაცებისა და ყალბი ლიბერალების ქმედების ადრესატი არც ქართული საზოგადოება და არც ხელისუფლებაა“

ნაცებისა და ყალბი ლიბერალების ქმედების ადრესატი არც ქართული საზოგადოება და არც ხელისუფლებაა - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე.

ის რასაც ნაცები და ძალადლიბერალები სჩადიან, უკვე გასცდა პროტესტის გამოხატვის ნებისმიერ, თუნდაც მაქსიმალურად რადიკალურ ფორმას და ფსიქიურ პარანოიაში გადაიზარდა.

მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის მიღწევის გზის განსაზღვრის სრული ალოგიკურობა და დამარცხების წინასწარი ხედვა იწვევს ისტერიკას, ნორმალური, თუნდაც ძალიან გაბრაზებული ადამიანის ქმედებისთვის სრულიად შეუსაბამო რეაქციას, რაც ზღვარგადასული ფსიქიური აშლილობის აშკარა დადასტურებაა.

არსებობს წაგებული ბრძოლის უამრავი მაგალითი, როცა ადამიანი ბრძოლას გულწრფელობით, მოთმინებით და მომავლის იმედით აგრძელებს.

ქრისტე ასეთი ბრძოლის მაქსიმუმია. საბოლოო გამარჯვებისთვის თავის შეწირვის უზენაესი გამოხატვაა.

ქართველებსაც გვყავდა ხალხი, ვინც წაგებულ ბრძოლაში ებმებოდა, მაგრამ მათ საბოლოო გამარჯვების სწამდათ.

სწამდათ, რომ მათი საქმე ადრესატამდე, ხალხამდე მივიდოდა.

ნაცებისა და ყალბი ლიბერალების ქმედების ადრესატი არც ქართული საზოგადოება და არც ხელისუფლებაა. ყველასთვის ცხადია, რომ მათი მიზანია გარკვეულ დამფინანსებლებს აჩვენონ შეურიგებლობა, აჩვენონ მედგრად დგომა და ამაში გარკვეული თანხა აიღონ.

დღეს ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და გაასაჯაროოს ინფორმაცია, თუ საიდან და რა თანხებით ფინანსდება ეს ხალხი.

ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოს მოსახლეობას, რაც გამოიწვევს მათ ალაგმვას.

წინააღმდეგ შემთხვევაში ამ არსებების ყოფნა უკვე საშიში ხდება ნებისმიერი მოქალაქისთვის, გამვლელისთვის, ბავშვისთვის.

ისინი ფაქტობრივად უკვე უკონტროლონი არიან

amo გასაჯაროვდეს! ხელისუფალო, თუ მართლა ხელის უფალი ხარ, გ ა ა ს ჯ ა რ ო ვ ე !
5 წლის უკან
სოციალისტი ხო, ფულმა შეჭამა ყველასხვა ინტერესი, მორალი, ზნეობა! ამას წინ ვეღარ აღვუდგებით. აგერ 2 დღის წინ რა ფაქტი ვნახეთ თერჯოლაში, ერთ სოფელში როგორ დააყაჩაღეს უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები, მოხუცი ავადმყოფი ადამიანები, სცემეს, დაასისხლიანეს, დავრდომილი საწოლიდან გადმოაგდეს. რისთვის, რას ემართლებოდნენ? - არაფერი ისეთი ძროხა გაუყიდიათ იმ საცოდავებს და იმაში აღებიულ 1000 ლარს ეძებდნენ. დანაშაულის შინაარსიდან გამომდინარე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისევ მათი თანასოფლელი 3 არაკაცის გაკეთებულია ეს ამბავი! ასეთი დაცემის მერე სულაც არ მიკვირს შემდეგი - ნაცებისა და ყალბი ლიბერალების ქმედების ადრესატი არც ქართული საზოგადოება და არც ხელისუფლებაა. ყველასთვის ცხადია, რომ მათი მიზანია გარკვეულ დამფინანსებლებს აჩვენონ შეურიგებლობა, აჩვენონ მედგრად დგომა და ამაში გარკვეული თანხა აიღონ.
5 წლის უკან
tngh უსტვენენ ისინი, ვისაც ლოგიკური და არგუმენტირებული სათქმელი აღარაფერი აღარ აქვთ. მათი დემაგოგია კი, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის სასაცილო გახდა...
5 წლის უკან