რევოლუციის წყურვილით შეპყრობილი მიხეილ სააკაშვილის მითითებები – “მთავრობა უნდა დაემხოს” – რისთვის ემზადებიან “ნაციონალები”?!

რევოლუციის წყურვილით შეპყრობილი მიხეილ სააკაშვილის მითითებები – “მთავრობა უნდა დაემხოს” – რისთვის ემზადებიან “ნაციონალები”?!

საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას. ერთადერთი რისი უფლებაც არ გვაქვს არის უმოქმედობა და დანებება, – საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამთავრობო ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას. ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი. ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში, გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად. საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას. ერთადერთი რისი უფლებაც არ გვაქვს არის უმოქმედობა და დანებება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგებას და სამთავრობო ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური, რომელიც წერს:

„დიდი მადლობა, პატივისცემა და სიყვარული ყველა ახალგაზრდას, ვინც 20 ივნისის შემდეგ არ შეწყვიტა წინააღმდეგობა და განაგრძო ბრძოლა რუსთაველის პროსპექტზე.

ეს არ იყო ადვილი და ეს იყო მორალური სიმტკიცის მაგალითი ბევრისთვის.

ზაფხულის პროტესტის ყოველი დღე არის ფასდაუდებელი და ყველაზე რთული. ასეთი რამ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ არ მომხდარა და ეს შეძლო ამ თაობამ.

წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ეროვნული ღირსების გათელვით დაძრული დიდი ენერგია კვლავ ცოცხლობს და უახლოეს დღეებში გაორმაგებული ძალით გამოჩნდება რუსთაველის გამზირზე.

რა თქმა უნდა, გვექნება სხვაობაც ბევრ საკითხში, მაგრამ ერთიანები ვართ უმთავრესში: რუსული მთავრობა უნდა დაემხოს ჩვენი მშვიდობიანი და უკომპრომისო პროტესტით.

რუსეთს აქ ვეღარ ავიტანთ!

დიდი სისხლია დაღვრილი იმისთვის, რომ თავისუფლება მოგვეპოვებინა და რუსული მთავრობის არსებობა იმ მსხვერპლის შეურაცხყოფაა, ისევე, როგორც საქართველოს მომავლის განადგურება.

ყველანი ერთად ვიქნებით.

შევხვდებით თბილისის ქუჩებში“, – წერს წიკლაური სოციალურ ქსელში.

პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კვლავ აქციას მართავენ. პარლამენტის შენობასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას აპროტესტებენ.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ხმაურითა და სასტვენებით სხდომის დაწყებას ხელი შეუშალეს. მოგვიანებით, მათ დარბაზი დატოვეს. სხდომას „ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება.

მიმდინარე მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა:

“სარკასტულად შეიძლება ვუპასუხო, რომ „გავრილოვის რევოლუციის“ მოწყობა უნდოდათ და ვერ მოაწყვეს. სამწუხაროდ, ადამიანების დაშავების ფაქტები იყო, მაგრამ ტოლობის ნიშნის დასმა იმ დანაშაულებებს შორის, რაც ჩაიდინეს, თუნდაც მიტინგის დაშლის დროს და იმ მოვლენებს შორის, რაც 20 ივნისს მოხდა, შეუძლებელია, გამორიცხულია, მაგრამ მცდელობები იქნება და ერთ-ერთი გამოხატულება იყო დღევანდელი სტვენა. როდესაც ძალა ჰქონდათ, არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, გადავიდნენ სტვენაზე. ასე რომ, ეს პასუხი ზუსტად შეესაბამება, ადეკვატურია იმ კომენტარებისა, რაც ჩვენმა ოპონენტებმა გააკეთეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განმარტა, რატომ გამოიყვანეს აქცია „სირცხვილიას” მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის ტერიტორიიდან, სადაც აქცია დილიდან მიმდინარეობს.

როგორც სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, რომ პროტესტი მშვიდად გამოხატონ, თუმცა მათ არ აქვთ უფლება, რომ შენობის ბლოკირება მოახდინონ.

„შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. პარლამენტის შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული. შესაბამისად, მოვუწოდეთ, რომ გადაწეულიყვნენ და გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმატში. გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მაგრამ შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. ნუ დაბლოკავენ“, – განაცხადა სირაძემ.

საპატრულო პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ეზოში შეძახილით: „მონა“ შეაცილეს.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან შენობის მარცხენა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

 

Katana : "შევხვდებით თბილისის ქუჩებში“, – წერს ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში.
შეხვდები, თორემ არავის არაფერი გადაუღუნო!
5 წლის უკან