ტელევიზია, რომელიც ბიუჯეტთან პირნათელია, არ გაითიშება

ტელევიზია, რომელიც ბიუჯეტთან პირნათელია, არ გაითიშება

“ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი, მარეგულირებლის მხრიდან  არხის დაჯარიმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

წერეთლის განცხადებით, მარაგულირებელმა 23 ათასი ლარით ჯარიმა, ლიცენზირებული ფილმების ეთერში გაშვების გამო დააკისრა.

“ჯერ იყო კიბერშეტევით “ტვ პირველის“ ეთერიდან გაქრობის საფრთხე, რაზეც გამოძიების პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ახლა, მარეგულირებელმა 23 ათასით დაგვაჯარიმა ლიცენზირებული ფილმების ეთერში გაშვების გამო.

ეს ფილმები ტელევიზიამ ოფიციალური კონტრაქტით შეისყიდა, მაგრამ მარეგულირებელმა ჯარიმა მაინც დაგვაკისრა. ტელევიზია, რომელიც მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს და ბიუჯეტთანაც პირნათელია, ამგვარი ფაქტები სერიოზულ ზიანს აყენებს.

არის თუ არა ეს შემთხვევითი იმ ფონზე, რაც ამ ტელევიზიის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, თავად განსაჯეთ, ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება“, - წერს  ვატო წერეთელი.

შეგახსენებთ, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „პირველი“ ეთერში მხატვრული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების გამო, 23513.21 ლარით დააჯარიმა.

 

 

სოციალისტი მაშინ რუსთავი 2 0-ს რატომ აძლევთ მაუწყებლობის უფლებას?! როგორც მე ვიცი რუსტავი-2 -ის დავალიანება ბიუჯეტის წინაშე დაახლოებით 30 მილიონი ლარია, ანუ 19 მილონ დოლარზე მეტი?! რატომ აძლევთ მაუწყებლობის უფლებას?! ვინმემ, რამემ შეგაშინათ, დაგემუქრა თქვენი საყვარელი დასავლეთი?! რაშია საქმე??
5 წლის უკან