“2015 წლიდან ამ დღეს ყოველ წუთს ველოდი… – შეიძლება ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი…”

“2015 წლიდან ამ დღეს ყოველ წუთს ველოდი… – შეიძლება ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი…”

“შეიძლება ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი, სანამ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ჯარის სარდალი, ომი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება! მშვიდობას გილოცავთ ქართველებო, ვულოცავ ქართულ ჯარს ღირსეულ მეთაურს!”, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას.

“2015 წლიდან ამ დღეს ყოველ წუთს ველოდი, ალბათ ჩემსავით არავის sჯეროდა მისი დაბრუნების, არცერთი წამით არ დამიკარგავს იმედი, რომ სიმართლე სინათლეა და სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავდა! ირაკლი ღარიბაშვილი იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ერთგული კადრი, ასეც მოხდა! დაბრუნდა ღირსეულად, დაბრუნდა იმ გუნდში, რომელიც არასდროს მიუტოვებია! მინდა წარმატებული იყოს მუდამ! ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ, გამარჯვებები ირაკლი ქართულ ჯართან ერთად!”, – წერს ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი, ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში.

ამასთან, მისი თქმით, უსაფრთოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელია, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას იკავებს.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.