გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს

გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს

გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისივე  შეფასებით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ უსაფრთხოების სისტემაში წარდგენილი არიან მინისტრობის ღირსეული კანდიდატები.

„გამორჩეული იყო ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა და რეფორმები. მივესალმები, რომ ლევან იზორია უსაფრთხოების სისტემაში დარჩება. იზორია გამორჩეული რეფორმატორი მინისტრი იყო. მისგან უსაფრთხოების სისტემაში ახალ რეფორმებს ველოდები. მარაზმის სფეროა, როცა რაიმე ფორმით ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებს რუსეთთან აკავშირებენ, ეს ღალატის სახეა. ოპოზიციას ვურჩევ, ამ მიმართულებით დაფიქრდნენ. რაც შეეხება კანდიდატებს, არ მგონია ვინმე დაგვესახელებინა, ვინც დაიმსახურებდა ოპონენტების მოწონებას, ამას შეგუებულები ვართ. სამწუხაროდ, გვაქვს კონფრონტაციული პოლიტიკური პროცესი. ჩვენს ოპონენტებს ვიწრო პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ, ამიტომ არ ველოდებოდით, რომ მათ ვინმე მოეწონებოდათ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.