"ეს არის არანორმალური მდგომარეობა, ქვეყნისთვის ხელის კვრა ძალიან სახიფათოა ივანიშვილის მხრიდან"

"ეს არის არანორმალური მდგომარეობა, ქვეყნისთვის ხელის კვრა ძალიან სახიფათოა ივანიშვილის მხრიდან. ის რადიკალიზაციაში ხედავს გამოსავალს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობიანი, თუმცა ძალიან მწვავე პროტესტი გაგრძელდება.

"ბუნებრივია, ყველა ფორმა მშვიდობიანი პროტესტის, იქნება გამოყენებული. ეს არ არის რაღაც ორდინალური ვითარება, რომ რაღაც არ მოსწონს ოპოზიციას და მთავრობას აკრიტიკებს. იცით, რომ "ევროპული საქართველო" აკადემიური დისკუსიისთვისაც მზად ვართ, მაგრამ ეს არის არანორმალური მდგომარეობა, ქვეყნისთვის ხელის კვრა ძალიან სახიფათოა ივანიშვილის მხრიდან, იმიტომ რომ გაკოტრებულია და რადიკალზიაციაში ხედავს გამოსავალს. ამას მოჰყვება მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მწვავე პროტესტი ყველა დონეზე და მოუწევთ ამასთან შეგუება.

თუმცა, ამ პროტესტის ლოგიკური დასასრული და ქვეყნისთვის სასურველი არის, ხელისუფლებიდან ამათი ჩამოცილება. იქამდე ნორმალურობის განცდა ვერ ექნებათ აქ, რადგან ქვეყანაში არ არის ნორმალურობის განცდა"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საშემოდგომო სესია ხმაურით გაიხსნა. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა და აქტივისტებმა, საყვირებისა და „სირცხვილიას“ შეძახილის ფონზე პრემიერის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს.

მათ პარლამენტის თავმჯდომარეს სხდომის წაყვანის შესაძლებლობა არ მისცეს. პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს მიმართა, რომ "ევროპული საქართველოს" წევრებისთვის სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ.

მცირე დაძაბულობის შემდეგ მანდატურებმა სიტუაცია განმუხტეს და "ევროპული საქართველოს" წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

amo ბოკერია ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობ, მაგის მანდატი არა გაქვს. საერთოდ, დემაგოგი იყავი და დარჩი. ადრე მაგ დემაგოგობით ხალხს აბრუებდი, ახლა კი ნერვებს უშლი.
5 წლის უკან
სოციალისტი პარლამენტის დარბაზი კი არა, მაგათ ციმბირი უკან უნდა მოვატოვებინოთ! )))
5 წლის უკან
trampi ნაძირალა
5 წლის უკან