პარლამენტის შენობის შესასლელთან აქცია „სირცხვილიას" წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი, სადაც ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო. აქციის წევრები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას აპროტესტებენ. როგორც აქციის ერთ-ერთი წევრი „რეზონანსს" უყვება, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შესასვლელად საშვები უკვე დაშვებული იყო, ისინი შენობაში არ შეუშვეს და მიზეზად ტექნიკური ხარვეზები დაასახელეს.
„ახლა ვიმყოფებით პარლამენტის შენობასთან. პარლამენტში შესვლას ვაპირებდით, ჩვენზე საშვები იყო დაშვებული, თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ გვითხრეს, რომ პროგრამული ხარვეზია და არ შეგვიშვებენ.
„ვაპირებდით შენობაში კონსტრუქციულად შესვლას, კითხვების დასმას, მაგრამ ამის უფლება არ მოგვცეს. ვიყავით „ქართული ოცნების" ოფისთან. გავაპროტესეთ გახარიას გაპრემიერება. ბრძანება გასცეს, რომ პარლამენტი გადაეკეტათ და ახლა ვიმყოფებით შემოფარგლულ ადგილას.
„ჩვენ არასდროს ძალისმიერი მეთოდები არ გამოგვიყენებია. ყოველთვის ვიცავთ კონსტიტუციას. ჩვენი კონსტიტუციური უფლება იყო პარლამენტში შევსულიყავით და ხელისუფლებამ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები დაარღვია. იქნება უწყვეტი პროტესტი. ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, კითხვების დასმას, მაგრამ არა ძალისმიერ მეთოდით, რომელზეც სამთავრობო ტელევიზიები ხშირად აპელირებენ.
„მოძრაობის ერთ-ერთი წევრი შევიდა, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ მოძრაობის სხვა წევრებსაც სურდათ შესვლა, ეტყობა იმ მომენტში გაეპარათ, შემდგომ ბრძანება გასცეს, რომ არავინ შესულიყო პარლამენტში.
„ყველას შეექმნა პრობლემა, მათ შორის დეპუტატებსაც კი გარკვეული პრობლემები შეუქმნეს, ოპოზიციურ ლიდერებს ვგულისხმობ," - განაცხადა მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას" დამფუძნებელმა და აქციის „სირცხვილიას" ორგანიზატორმა ანა ჭარხალაშვილმა.