"ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი", - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამთავრობო ცვლილებებს.
როგორც სააკაშვილი წერს, ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას და უმოქმედობის და დანებების დრო აღარ არის.
"ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას. ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი.
ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები გამართლებულია მორალის ფარგლებში ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად. საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას.
ერთადერთი, რისი უფლებაც არ გვაქვს, არის უმოქმედობა და დანებება. ნებისმიერი", - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო შს-ს თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური დაინიშნა.