საშემოდგომო სესიის გახნისას, ჰიმნის დასრულებისთანავე

საშემოდგომო სესიის გახნისას, ჰიმნის დასრულებისთანავე "ევროპული საქართველოს" წევრებმა გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენა სასტვენებით გააპროტესტეს

პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, თუმცა ჰიმნის დასრულებისთანავე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ერთგვარ ფორმას მიმართეს და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გამოხატულ პროტესტს სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.

"ასე გადაწყვიტეს ჩვენმა კოლეგებმა, რომ დღეს ქვეყანაში არსებული დემოკრატია და დემოკრატიის ხარისხი გამოხატონ. საზოგადოებას ვთხოვ, თვალი მიადევნოს," - აღნიშნა თალაკვაძემ.

რაც შეეხება საშემოდგომო სესიის დღის წესრიგს, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც პარლამენტის დღის წესრიგში დგება, ახალი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხია. მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.

ამასთან, საშემოდგომო სესიაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ამასთან, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პარლამენტში განსახილველად გატანამდე, პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცედურა დაიწყება.

პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

გარდა ამისა, პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში დადგება გენერალური პროკურორის, სახელმწიფო აუდიტორის და სახალხო დამცველის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა, რაც საგაზაფხულო სესიაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა გადაიდო.

სოციალისტი 12-11 საათი 3 სექტემბერი 2019 წელი. რაც ახლა პარლამენტის დარბაზში ხდება ესეც ევროპული საქართველოს მიერ კარგა ხნის წინ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების ნაწილია! ხოლო როგორც იქცევა ხოშტარია და ე. წ. "სირცხვილია", აი ეს არის საქართველოს სირცხვილი. ხოშტარია სვისტოკით პირში უსტვენს, ვითომ ისედაც არ ვიცოდეთ როგორ "უფშვიტინებს" ეს მამაძაღლი!
5 წლის უკან
თამაზი როდსაც მერაბიშვილს ნიშნავდით პრემიერდ, მაშინ რატომ არ უსტვედით თქვე დედა ერთ ადგილში აფეთქებულებო?
5 წლის უკან
Maverick საიდან უფშვტინებდა უკნიდან, ტაკოდან, წინიდან, თუ პირიდან?!
უფშვტინეა, მოღალატე ოჯახის ამ წარმომადგენელის ჭეშმარიტი სახელი!
5 წლის უკან
Maverick საიდან უფშვტინებდა უკნიდან, ტაკოდან, წინიდან, თუ პირიდან?!
უფშვტინეა, მოღალატე ოჯახის ამ წარმომადგენელის ჭეშმარიტი სახელი!
5 წლის უკან