ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს , ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.
რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს და პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედ ს, ბატონ მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის.
დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე წარვადგენ პარლამენტში მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას. მინდა ასევე გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები - შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრის პოსტს, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს ცვლილებები გააძლირებს მთავრობას და გააძლირებს პოლიტიკურ გუნდს. ბატონი ლევან იზორია ასევე მაღალ თანამდებობას დაიკავებს ჩვენს გუნდში, ის უხელმძრვანელებს უშიშროების საბჭოს.
ეს არის ცვლილებები, რომელიც დარწმუნებული ვარ გააძლირებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს, რაც ყველაზე მთავრია. დანარჩენი , რაც შეეხება პროგრამას, შევხვდებით პარლამენტში და დეტალურად იქ ვისაუბრებთ.