ტელეკომპანია "რუსთავი 2" განახლებული საეთერო ბადით 16 სექტემბერს გავა ეთერში.
"სეზონი ჩვენთან 16 სექტემბერს იწყება. დილა-შუადღის გადაცემები, შაბათის გადაცემები აუცილებლად იქნება. ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ ახალ იდეებზე და სეზონის დაწყებისთანავე ნახავთ იმ ახალ გადაცემებს, რომლებზეც ვმუშაობთ. ასევე, მაყურებლისთვის სიუპრიზად დავტოვებ რა ახალი გადაცემები გავა ახალი სეზონიდან", - განაცხადა "2020NEWS" ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.
პაატა სალია არც უარყო და არც დაადასტურა, რომ ყოფილი თანამშრომლები "რუსთავი 2"-ზე ბრუნდებიან.
„რაც შეეხება წასული ჟურნალისტების დაბრუნებას, ამ ინფორმაციას არც გიდასტურებთ და არც ვუარყოფ. სახელებს და გვარებს ჩვენი ეთერიდან უახლოეს დღეებში გაიგებთ. ახლა ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ დაბრუნდა, ან ვინ გადმოვიდა სხვა არხიდან", - დასძინა სალიამ.