“ძროხა გავყიდე და იმ ფულს მთხოვდნენ” - რას ყვება ყაჩაღობის მიზნით ნაცემი მოხუცი

“ძროხა გავყიდე და იმ ფულს მთხოვდნენ” - რას ყვება ყაჩაღობის მიზნით ნაცემი მოხუცი

თერჯოლის სოფელ ბარდუბანში მოხუცების დაყაჩაღებისა და მათი ცემის საქმეზე სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

გურჯიძეების ოჯახს, სადაც ორი ასაკოვანი და და ასევე, ასაკოვანი ძმა ცხოვრობს, თავს სამი პირი დაესხა.

89 წლის გენად გურჯიძე ყვება, რომ დაახლოებით ღამის ათ საათზე მის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ და მოხუცებისგან ფული - 1000 ლარი მოითხოვეს.

ძაღლმა დაიყეფა და გარეთ გამოვედი. ძაღლი ტყუილად არ დაიყეფებდა. თან წალდი მქონდა ხელში, მეთქი ალბათ სხვისი საქონელია-მეთქი. ეზოში არაფერი იყო, ისევ სახლში შევედი. სახლის კარი არ იკეტება კარგად, წალდს ვუტნევ შიგნიდან და კარს რომ ვკეტავდი, ამ დროს ვიღაცამ ფეხი მოარტყა კარს, კარი ჩალეწა და სახლში შემოიჭრნენ. ფულს ეძებდნენ. ორი თვის წინ ძროხა გავყიდე 1200 ლარად, მაგრამ ფული ხელოსანს მივეცი, რომ ოთახი მოეწყო. რას ვგავართ აქ, რანაირად ვცხოვრობთ. სახლში ყველაფერი გადმოყარეს, გამწარებული ეძებდნენ ფულს. ორი იყო სახლში და მესამე გარეთ ელოდებოდათ. ფული რომ ვერ ნახეს, მერე სულ წიხლებით გვირტყეს. ჩემი და, რომელიც ლოგინში წევს და ავადმყოფია, არც ის დაინდეს და ძირს გადმოაგდეს,- ამბობს გენად გურჯიძე.

თავდამსხმელებმა ნაცემი გურჯიძეები მას შემდეგ დატოვეს, რაც გაიგეს, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი მეზობლის დასაძახებლად სახლიდან გაიპარა.

ოთახში ყველაფრის გადმოყრა რომ დაიწყეს, ჩემმა დამ არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ მეზობელთან გაიპარა. მეზობელი ჩვენგან 300 მეტრშია. ღელე-ღელე იარა, ჭიშკართან რომ დაენახათ, მოკლავდნენ. იქედან დარეკეს ცხელ ხაზზე და მერე ყველა მოვიდა,- ამბობს გენად გურჯიძე.

მომხდარის შემდეგ გურჯიძეებთან სამი მუნიციპალიტეტის-თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

30 აგვისტოს მომხდარ შემთხვევაზე ძალოვნებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოციალისტი ჩამოხრჩობა!
5 წლის უკან
Katana : მისი ძროხის გაყიდვის ამბავს ბიბისი არ გაავრცელებდა და ჩიკაგოდან არავინ ჩამოვიდოდა ამ 1000 ლარის დასაუფლებლად, ხომ? ვის ეგულებოდა ეს საცოდავი ათასი ლარი მათ ოჯახში, თუ არა მის თანასოფლელებს?! და რამდენიღა იქნება ასეთი ღმერთგამწყრალი იმ სოფელში, რომ ვეღარ გამოთვალა პოლიციამ?!
5 წლის უკან
სოციალისტი ახლა ტელევიზორში ვნახე... ამათი საცოდაობით დავიწვი! გული მომიკვდა... ამისთანა უნამუსო არც სოფელი მინდა, არც ქალაქი, არც სამშობლო ... ეს რას მოვესწარი, ეს რაა??!!
5 წლის უკან
არაგველი641 ეს არის ჩვენი გამოთაყვანებული პოლიტიკოსების დამსახურება, რომლებიც საკმაოდ ბლომად არიან და კარგად ჩასარეცხები არიან!
5 წლის უკან