„დღესაც გვქონდა კონსულტაციები და ხვალ დილითაც გვექნება და იქნება საბოლოო პოზიცია“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე იქნება თუა არა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი და ამ ფონზე საზოგადოება მას როგორ მიიღებს ბახტაძე პასუხობს:
„ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება საუბარი კონსულტაციის შინაარსზე. აქედან გამომდინარე, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ სამშაბათ დილას“, - ამბობს მამუკა ბახტაძე.
დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ მან Facebook-ზე დაპოსტა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბახტაძეს შს მოქმედი მინისტრი, გიორგი გახარია შეცვლის.