მამუკა ბახტაძე:  20 ივნისის ღამე ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება

მამუკა ბახტაძე: 20 ივნისის ღამე ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება

20 ივნისის ღამე ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ჩემს მაშინდელ სიტყვებს ( ტყვიები და გაზი ჩვენი ხელწერა არაა) აქაც სიტუაცია იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი. 7 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ვფიქრობ, მოახდინა იმის დემონსტრაცია, თუ რა ღირებულებებით საუბრობს საზოგადოებასთან. როდესაც მე ეს სიტყვები ვთქვი, ბუნებრივია, განწყობა იყო ასეთი და ეს განწყობა ერთი წამითაც არ შეცვლილა არასდროს. მაგრამ თქვენ ასევე ნახეთ ის კადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის შტურმი. პოლიცია, ეს პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ ამაგრებდა და უწევდა წინააღმდეგობას შტურმს. სამწუხაროდ, მათ ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწია. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც პირადად მე, სიცოცხლის ბოლომდე გამყვება და დარწმუნებული ვარ, გაყვება მთელ საქართველოს“, - ამბობს ბახტაძე.

დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ მან Facebook-ზე დაპოსტა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბახტაძეს შს-ს მოქმედი მინისტრი, გიორგი გახარია შეცვლის