არაფერს წარმოადგენენ, ყველა პაიკია

არაფერს წარმოადგენენ, ყველა პაიკია

ბახტაძის გადადგომაზე “ბახტაძე არავიზე ნაკლები და არავიზე უკეთესი არ იყო. ჩვენს მმართველობას სისტემური მანკიერება ახასიათებს. როდესაც ყველა პაიკია, მაშინ არავინ არაფერს არ წარმოადგენს, მხოლოდ ერთი კაცის ქმედებებზეა დამოკიდებული ყველაფერი“, - ამის შესახებ “2020NEWS“-თან ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომელიც თანამდებობიდან მამუკა ბახტაძის გადადგომას გამოეხმაურა.

რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო ჩატარებას, ხუხაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული “შეთქმულების თეორიაა“.

“ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ის, რომ ეს არის რაღაც გეგმა ხელისუფლების, არასერიოზულად მიმაჩნია. ასეთი ჭკვიანები რომ იყვნენ, ამ უბედურეაში კი არ ვიქნებოდით“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. ცნობისთვის, დღეს მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

Maverick შენ პაიკიც არ ხარ ხუხა!

ჭადრაკიც არ გცოდნია მორიელო.

პაიკი ნებისმიერ ფიგურად აქცევა ჭადრაკის, იგივე პოლიტიკის დაფაზე გონიერი ქმედებით და პერსპექტივა აქვს; შენ არარაობა იყავი, არარაობა ხარ, და არარაობად დარჩები...
5 წლის უკან