შემოდგომა ხელისუფლების ცვლილებებით იწყება. მმართველმა გუნდმა მთავრობაში საკადრო ცვილილებების განხორციელების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობას დაემშვიდობება და მას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს.
თუ რატომ შეარჩია ივანიშვილმა არჩევანი გახარიაზე, როდესაც მისი გადადგომის მოთხოვნით ორ თვეზე მეტია აქციები მიმდინარეობს, ამ კითხვაზე, “2020NEWS“-ს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ასე პასუხობს, რომელმაც გახარია 2011 წელს ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებას შეადარა:
"ბიძინა ივანიშვილს შეუპოვარი და მკაცრი ხელი სჭირდება, ასეთი კი გახარიაა. იგივე იყო 2011 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სჭირდებოდა ვანო მერაბიშვილი და ის პრემიერად დანიშნა. გვახსოვს, მერაბიშვილის სახელს უკავშირდებოდა 7 ნოემბერი და 26 მაისი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი გაპრემიერებისთვის.
უბრალოდ, მაშინ ოპოზიცია ასე ხმამაღლა არ საუბრობდა და არ აკრიტიკებდა ხელისუფლებას. დღეს, კი გახარიას გაპრეზიდენტება ოპოზიციისთვის მწვანე ნიშანი იქნება იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით გაბრაზებულები თუ ქუჩაში გამოსვლას ისურვებენ, იგივეს მიიღებენ, რაც 20-21 ივნისს მიიღეს“, - განაცხადა ძაბირაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება, ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ აღმასრულებელი მთავრობა არ შეცვლილა - ივანიშვილი იყო და დარჩა.
“რეალურად, აღმასრულებელი ხელისუფლება 2012 წლიდან არ შეცვლილა - ეს არის ივანიშვილი. ფორმალურად კი, იცვლება ერთი პერსონა მეორით, მაგრამ ამ ცვლილებებს მხოლოდ ამ პერსონებისთვის აქვს მნიშვნელობა - იყო ბახტაძე და შეიცვალა გახარიათი, იყო კვირიკაშილი და შეიცვალა ბახტაძით. რეალურად ქვეყანაში ხელისუფლება არ შეცვლილა - იყო ივანიშვილი და რჩება ივანიშვილი“, - განუცხადა “2020NEWS“-ს ვახტანგ ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018 წლისა 20 ივნისიდან იკავებს, მანამდე კი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. გუშინ კი, უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება და მამუკა ბახტაძე თანამდებობას დატოვებს.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, გადამდგარად ითვლება მთავრობის სრული შემადგენლობა. კონსტიტუციის თანახმად, ახალ მთავრობას მომავალი პრემიერი დააკომპლექტებს, რომელსაც შემდეგ პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.
მაგრამ ხომ დანიშნა ბახტაძე ივანიშვილმა?!
თუ ანალიტიკოსი ხარ, თუ რაღაც გესმის ანალიზი დაგვიდე, რა მოხდა, რა ვერ გააკეთა ან რა დააშავა, ივანიშვილს ეურჩებოდა (ეს ხომ წარმოუდგენელია) და თავისას აწვებოდა, თუ დასავლელი, თუ ჩრდილოელი იმპერიალისტებისათვის იყო მიუღებელი, .... მოკლედ რა შეიქნა ამ ახალგაზრდა კაცის სასწრაფოდ თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი?????????????????!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!