გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-5 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება თბილისს, შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.